Posts

Showing posts from March, 2015

ზაალ ანდრონიკაშვილი: La bella georgiana (დისკურსი და სიუჟეტი)

ზაალ ანდრონიკაშვილი: La bella georgiana (დისკურსი და სიუჟეტი) : "გალიაში ჩასასმელად მინდიხარ!" ქართული სიმღერა  დისკურსი და სიუჟეტი  მოდი ვნახოთ დისკურსი. რას გვეუბნება ქართული ლიტერატურუ...

ლიკა ნადარაია - "ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ სჯიდნენ"

Image
  რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურმა და ეკონომიკრმა კრიზისმა თავის მწვერვალს მიაღწია, მე და ილიკო ზაუტაშვილს დაგვებადა აზრი გამოგვეცა სტატიების კრებული სახელწოდებით - "კონტრკულტურა საქართველოში" და მოგვეწყო ამ საკითხისადმი მიძღვნილი გამოფენა. მაშინ მივიჩნიეთ, რომ სწორედ ახლა, როდესაც ადამიანის ღირსება ყოველნაირადაა გათელილი და საყოველთაო განუკითხაობა სუფევს, აქტუალურია ეს თემა. ასეთ დროს სრულიად ისპობა ხოლმე ადამიანის შესაძლებლობებისადმი რწმენა და პიროვნული თავისუფლება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მოქალაქეობრივი ტონუსის მომატებისთვის კარგი იქნება მოვიგონოთ ჩვენს უახლოეს წარსულში ადამიანის არჩევანის თავისუფლებისათვის კონკრეტული პიროვნებებისა და ჯგუფების თავგანწირული ბრძოლა კომუნისტურ მანქანასთან.  ამ პროექტის განხორციელების სურვილს ისიც მატებდა ძალას, რომ აშკარა იყო, თუ რარიგ მიზანდასახულად და მეთოდურად ხდება კონტრკულტურის ზნეობრივი ღირებულებების დაკნინება და ამ თემის განდევნა ახლადშობილ საქართველოში.   ბევრი ჩვენგანი "დემოკრატიულმა გარდაქმნებმა" გულ...

თურმე, სიმართლე ჩემი ოცნებების მხარეზე ყოფილა!

Image
,,ჩემი დანიშნულება ამქვეყნად ის იყო , მაღალი იდეალებით მეცხოვრა, საკუთარი თავისთვის დიდი მოთხოვები წამეყენებიდა და ღირსეული საქმეებისათვის დამედგა თავი. მე ისიც შემეძლო, მძიმე ხვედრი მეტვირთა: ვყოფილიყავი მეფის თანამეცხედრე, რევოლუციონერის სატრფო, გენიოსის და ან მწვალებლის დედა... აი, ასე წარიმართა ჩემი ცხოვრება. ერთხანს ნუგეშს ვერ ვპოულობდი და ყველაფერს საკუთარ თავს ვაბრალებდი. სიმართლე ხომ ყოველთვის ცხოვრების მხარეზეა და რაკიღა ცხოვრებამ ჩემს მშვენიერ ოცნებებს ასე დასცინა,  ეს ოცნებები, ეტყობა სულელური და ფუჭი ყოფილა მეთქი, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო. სმენა და მხედველობა კარგი მქონდა, არც ცობისმოყვარეობა მაკლდა და აი, ეგრეთ წოდებულ ცხოვრებას ახლა უკვე სხვა თვალით შევხედე. ზედმიწევნით შევისწავლე ჩემი ნაცნობ-მეგობრები, დავაკვირდი ორმოცდაათიოდე ადამიანის ბედ-იღბალს და იცი, რა დავინახე? თურმე, სიმართლე ჩემი ოცნებების მხარეზე ყოფილა!.. ცხოვრება და სინამდვილე ტყუოდა...'' "ტრამალის მგელი"    ჰერმან ჰესე