ლიკა ნადარაია - "ბავშვი, რომელსაც უსამართლოდ სჯიდნენ"
რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურმა და ეკონომიკრმა კრიზისმა თავის მწვერვალს მიაღწია, მე და ილიკო ზაუტაშვილს დაგვებადა აზრი გამოგვეცა სტატიების კრებული სახელწოდებით - "კონტრკულტურა საქართველოში" და მოგვეწყო ამ საკითხისადმი მიძღვნილი გამოფენა. მაშინ მივიჩნიეთ, რომ სწორედ ახლა, როდესაც ადამიანის ღირსება ყოველნაირადაა გათელილი და საყოველთაო განუკითხაობა სუფევს, აქტუალურია ეს თემა. ასეთ დროს სრულიად ისპობა ხოლმე ადამიანის შესაძლებლობებისადმი რწმენა და პიროვნული თავისუფლება. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მოქალაქეობრივი ტონუსის მომატებისთვის კარგი იქნება მოვიგონოთ ჩვენს უახლოეს წარსულში ადამიანის არჩევანის თავისუფლებისათვის კონკრეტული პიროვნებებისა და ჯგუფების თავგანწირული ბრძოლა კომუნისტურ მანქანასთან. ამ პროექტის განხორციელების სურვილს ისიც მატებდა ძალას, რომ აშკარა იყო, თუ რარიგ მიზანდასახულად და მეთოდურად ხდება კონტრკულტურის ზნეობრივი ღირებულებების დაკნინება და ამ თემის განდევნა ახლადშობილ საქართველოში.
ბევრი ჩვენგანი "დემოკრატიულმა გარდაქმნებმა" გულგატეხილი და სასოწარკვეთილი დატოვა და მეტიც - დანაშაულის გრძნობითაც აავსო. გადავსებული სასაფლაოები.. გაღატაკებული და გაპარტახებული სოფლები... მათხოვრების, უპატრონო ბავშვებისა და ლტოლვილების თბილისი... გვიპყრობს განცდა, რომ ჩვენ მოვიტანეთ ეს ნგრევა - ჩვენი მომთხოვნელობითა და წინდაუხედაობით. სწორედ ამიტომ, აუცილებელი და კარგია გავიხსენოთ ის მახინჯი იზოლატორი, რომელშიც ვცხოვრობდით, ხელისუფლების ფარისევური დემაგოგია, გამოშიგნული არსებობა, თანამედროვე სამყაროს შეცნობისა და მასთნ შერწყმის სურვილი.
ისიც საგულისხმოა, რომ საქართველოში კულტურულ მოვლენას, თუ იგი აქტუალურია და ღრმა პოლიტიკურ-სოციალური დატვირთვა აქვს, ჰყავდა და ჰყავს მრავალი არაკეთილმოსურნე. ორთოდოქსი, ტრადიციონალისტი თუ კომუნისტი ერთსა და იმავეს მოითხოვს - მომავალი თაობის მხოლოდ კოპირების უფლებით აღჭურვას. მოითხოვს აკრძალვას იმისა, რომ ყოველმა დრომ თავისი თქვას მისთვის მისაღებ, მისთვის ორგანულ ენაზე. არცერთი მათგანი შანსს არ უტოვებს თანამედროვე ადამიანს თვითმყოფადობა შეინარჩუნოს და გაამდიდროს თავისი უნიკალური მიდგომით ესთეტიური და სულიერი სამყარო.
ტოტალიტარული ასფიქსიის დროს ჰუმანიზმის ადგილი მარგინალიებზეა.
კულტურული სივრცის გახსნის მიუხედავად, დღევანდელ საქართველოში ტოტალიტარული მსოფლმხედველობა მაინც არ არის დაძლეული - ადგილი აქვს ფორმალურ ჩანაცვლებას - ძველი კომუნისტური იდეოლოგიზმების ადგილს ეროვნულ-ორთოდოქსული დოგმები იკავებს. ისევ ძველებურად ისმის პიროვნებაზე, პირად პასუხისმგებლობაზე და თვითგამოხატვის თავისუფლებაზე კონტროლის მოთხოვნები.
"დასავლეთის" 60-იანი, 70-იანი (ნაკლებად 80-იანი) წლები ახალგაზრდული მოქალაქეობრივი აქტივიზმის "ოქროს ხანადაა" გამოცხადებული. სწორედ ამ ეპოქის რეფორმატორულ-ჰუმანისტურმა შემართებამ მოიტანა ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.
ამ პროცესების მსგავსად სსრკ-ს რესპუბლიკებში, განსაკუთრებით კი რუსეთსა და ბალტიისპირეთში, ოფიციალური და აკადემიური კულტურის გვერდით ფართო დიაპაზონის იატაკქვეშა-დისიდენტური და ქუჩის კულტურა წარმოიშვა. ვერავინ უარყოფს, რომ ეს კულტურული პროცესები სწორედ ის შიდა მუხტი იყო, რამაც საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირის დაშლასა და "ბერლინის კედლის" დაცემას.
მაგრამ, როდესაც ლაპარაკია საქართველოზე, ისეთი სურათის წარმოჩენის მცდელობაა თითქოს აქ უცხოეთსა და რუსეთში მიმდინარე კონტრკულტურული პროცესების პარალელურად არაფერი ხდებოდა. ჩემი აზრით, ეს ქართული კულტურული სინამდვილი მცდარი თუ არა ცრუ შეფასებაა. 60-იან, 70-იან, 80-იან წლებში საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისში, კულტურულ ინფრასტრუქტურას მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ქსოვილი ჰქონდა. და კონტრკულტურაც არსებობდა საქართველოში, არსებობდა ისეთივე ფორმით, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში - როგორც ახალგაზრდული სუბკულტურა, როგორც აზროვნების და თვითგამოხატვის წესი, რომელიც უცხადებდა პროტესტს შემგუებლურ შეზღუდულობასა და ჩაკეტილობას.
მიზეზი მტკიცების, რომ კონტრკულტურა არასოდეს ყოფილა ქართული მოვლენა, უპირველეს ყოვლისა, ობივატელური შიშია. დღევანდელ ობივატელს ამშვიდებს და უხსნის გაღიზიანებას დაშვება, რომ საქართველოში, ინდივიდუალისტურ ჭრილში, მოქმედება ყოველთვის შემგუებლური და უკონფლიქტო იყო. ეს უადვილებს თავის მართლებას. ამჯერად დემოკრატიულ ლოზუნგებს ამოფარებულ კონფორმისტს ეგზისტენციური სიმწვავე ისევე აფრთხობს, როგორც თავის დროზე აფრთხობდა ქართული ცეკა-ს ფუნქციონერს. იგი გაურბის ხელოვნებისა თუ ყოფის არსებული საზღვრების ნამდვილ გარღვევას. და გვარწმუნებს, რომ ჩვენ ნონკონფორმიზმის ტრადიცია არ გაგვაჩნია. ამიტომაც, არც დღეს გვეყოფა მისი ახალი ფორმით, ახალი სოციალური სიმწვავით გაცოცხლების ძალა.
ძალაუნებურად კონტრკულტურის თემის აქტუალიზაციას პოლიტიკური ჟღერადობა აქვს. დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბება წარმოუდგენელია ლიბერალური პრინციპების ცხოვრებაში გატარების გარეშე. სწორედ ამიტომ, კულტურის ღიაობას, აზროვნებისა და შემოქმედების თავისუფლებას, ადამიანის არჩევანის დაცვას გარანტად დემოკრატიული ქართული სახელმწიფო უნდა ედგას.

Comments
Post a Comment