მუშა მეხსიერება
მუშა მეხსიერება არის მოცემულ მომენტში (დროებით) მოქმედი
სისტემა რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის
მიჭებისთანავე ამ ინფორმაციის შეჩერება და ამოცანის შესაბამისად მისი გადამუშავება. მუშა
მეხსიერების საშუალებით ხდბა ინფორმაციის სწრაფი გადამუშავება მოსმენილის სხვა სიტყვებით
გადაცემა, რაიმე რთული აზრობრივი ამოცანის გადაწყვეტისას საჭირო ინფრომაციის ხანგრძლივი
მეხსიერებიდან ამოტანა და დროებით ცნობიერებაში შეჩერება.
მუშა მეხსიერების, ისევე როგორც ხანმოკლე მეხსიერების
სხვა ფორმების განხორციელების პირობებია ერთხელობრივი აღქმა და დაუყონებლივი აღდგენა,
მაგრამ სენსორული რეგისტრისგან და უშუალო მესიერებისგან იგი მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდება:
1.
მასალის
აღდგენა თავისუფალი წესით ხდება, იგი არ არის შეზღუდული თანამიმდევრობის დაცვის სიზუსტით.
2.
მასალის დამახსოვრების გადამუშავების პროცესში სუბიექტის
ჩართვა და პროცესის მართვა შესაძლებელია.
თუ დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა რომ ხანმოკლე
მეხსიერების პროცესში ინფორმაციის გადამუშავება შეუძებელია და მეხსიერების მოცულობა
შეზღუდულია, ბედლიმ და ჰინჩმა თავისი ექსპერიმენტებით შეძლეს დაემტკიცებინათ, რომ ხანმოკლე
მეხსიერება ქვესისტემებისგან შედგება, რომელთაც დამოუკიდებლად შეუძლია მოქმედება და
ამდენად- ორი განსხვავებული ამოცანის ერთდროული შესრულებაც.
ბედლის მოდელის
მიხედვით მუშა მეხსიერება სამ ქვესისტემას
წარმოადგენს. ესენია:
1.
ფონოლოგიური ყულფი-შეზღუდული რაოდენობის აკუსტიკური ვერბალური ინფორმაციის
აღბეჭდვა და მცირე ხნით შეჩერება. ბედლის აზრით სწორედ ის არის უშუალო პასუხისმგებელი
უშუალო მეხსიერებაზე.
2.
ვიზუალურ-სივრცითი საცავი-აქ ხდება მხედველობითი და სივრცითი ხასიათის მქონე
ინფორმაციის მცირე ხნით შეჩერება. ასევე აქ შემოდის ვერბალური გზით შემოსული ინფორმაციაც.
3.
ცენტრალური აღმასრულებელი ინსტანცია-გადამწყვეტ როლს ასრულებს ყურადღების, სტრატეგიების
დაგეგმვის და ქცევის კოორდინაციის პროცესებში. სხვაგვარად რომ ვთქვათ მისი ფუნქცია
ქცევის „ორგანიზაციის განხორციელებაა“. სწორედ ის განსაზღვრავს რა მიმართულებით წარიმართოს
ყურადღება და რისი იგნორირება მოხდეს.
არსებობს მუშა მეხსიერების
მოცულობის გაზომვის მეთოდები. განვიხილოთ ერთ-ერთი: მაგალითი მდგომარეობს შემდეგში.
თქვენ უნდა შეასრულოთ არითმეტიკული მოქმედებები და ამავე დროს დაიმახსოვროთ გვერდს
მიწერილი სიტყვა. (მაგ. 2X4-2=10? ბავშვი) მსგავსი ტიპის დავალება შეასრულეთ რამდენჯერმე
და შემდეგ ეცადეთ აღიდგინოთ სიტყვები თანამიმდევრობით. მოცემული დავალება ზუსტად ვერა,
თუმცა მიახლოებით გაზომავს მუშა მეხსიერების მოცულობას.
როგორც აღმოჩნდა, მუშა მეხსიერების არამხოლოდ გაზომვა,
არამედ გაუმჯობესებაც შესაძლებელია. არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებენ მუშა
მეხსიერების გაუმჯობესების შესაძლებლობას. „თუ ფსიქოლოგებს შეუძლიათ დაეხმარონ ადამიანებს
მუშა მეხსიერების უფრო ეფექტურად ფუნქციონირებაში, მაშინ ამ შანსით ყველას შეუძლია
ისარგებლოს, განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს“-ამბობს ტორკელ
ქლინგბერგი, კოგნიტური ნეირომეცნიერებების შემსწავლელი პროფესორის თანაშემწე შვედეთში,
კაროლინსკას ინსტიტუტში. „ყურადღების დეფიციტის მქონე ბავშვებს, ასევე ჰიპერაქტივობის
სინდრომის მქონე ბავშვებს შეუძლიათ განსაკუტრებით ისარგებლონ მუშა მეხსიერების სავარჯიშოებით“-ამბობს
როზმარი ტენოკი ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ტორონტოში, ბავშთა საავადმყოფოში. ის ასევე
ამბობს რომ მუშა მეხსიერების პრობლემები შესაძლოა იყოს საფუძველი ცუდი აკადემიური მოსწრების
და კითხვის უნარის დეფიციტის.
ახალ კვლევებში შეგვიძლია ვიხილოთ ამოცანები, როგორიცაა
„N-back“ და რომლის მიხედვითაც არის შესაძლებელი გავაუმჯობესოთ მუშა მეხსიერება. ADHD-ის
მქონე ადამიანებს, როგორც წესი პრობლემები აქვთ მუშა მეხსიერების მოცულობასთან დაკავშრებით
და შესაძლოა სწორედ ეს იყოს მიზეზი ყურადღების დეფიციტის და ამის გამო სკოლაში შექმნილი
პრობლემების. ამბობს ტენოკი. ქლინგბერგმა ჩაატარა რანდომიზირებული კვლევა 53 ADHD-ის
მქონე ბავშვზე, სადაც ბავშვები ორ ჯგუფად დაყო. პირველი ჯგუფი ასრულებდა მუშა მეხსიერების
სავარჯიშოებს და ამოცანებს, რომლების სირთულის მიხედვით იზრდებოდა, ხოლო მეორე ჯგუფში
ბავშვებს არ ქონდათ რთული დავალებები. კვლევის მონაწილეები იყვნენ ბავშვები 7 დან
12 წლის ჩათვლით, მათ ეძლეოდათ ისეთი დავალებები, როგორიცაა ციფრთა სიების გახსენება.
კვლევა მიმდინარეობდა 5 კვირის განმავლობაში, სადაც ბავშვები ვარჯიშობდნენ 40 წუთი
დღეში. ქლინგბერგის ინფორმაციით, რომელიც მან გამოაქვეყნა ჟურნალ „American
Academy of Child & Adolescent Psychiatry“-ში (Vol. 44, No. 2, pages
177-186.) კვლევის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ბავშვებმა, პირველი ჯგუფიდან, ვისაც ეძლეოდა
სირთულის მიხედვით ტესტები, გაცილებით უკეთ შეასრულეს მუშა მეხსიერების ორი სავარჯიშო,
ვიდრე მათ ვისაც სირთულეები არ შეხვედრია სავარჯიშოებში. ამას გარდა, პირველი ჯგუფის
მშობლების ინფორმაციით მუშა მეხსიერების სავარჯიშოების შემდეგ საგრძნობლად შემცირდა
ბავშვთა ჰიპერაქტიულობა და ყურადღების დეფიციტი.
ზოგიერთი მკვლევარის აზრით, მუშა მეხსიერების სავარჯიშოებს,
უფრო დიდი გავლენა ექნება მოტივაციაზე, ვიდრე მუშა მეხსიერების გაუმჯობესებაზე. „მე
მგონია, რომ საკონტროლო ჯგუფისთვის მარტივი სირთულის ტესტების განმეორებით, შესაძლოა
სიტუაცია გახდა მოსაწყენი და უინტერესო“-ამბობს კოვანი. „პირველი ჯგუფისთვის სირთულეების
გაჩენა დავალებებში შესაძლოა იყო მეტი მოტივაციის მომცემი უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ
ეს გახდა უკეთესი შედეგის მიზეზიც და არა მუშა მეხსიერების გაუმჯობესება“-ასე ფიქრობს
ინგლისში ბრისტოლის უნივერსიტეტის მეხსიერების მკვლევარი კლაუს ობერაუერი.
კლინგბერგის კვლევის მთავარი დამსახურება ისაა, რომ
დაგვანახა ადამიანს შეუძლია გამოიყენოს თავისი შეზღუდული შესაძლებლობები მაქსიმალურად
ეფექტურად. მაშინაც კი, როცა მუშა მეხსიერება არ უმჯობესდება, ADHD ბავშვს შეუძლია მუშა მეხსიერების სავარჯიშოების დახმარებით, თავი
გაართვას ყოფით გარემოში, პატარა სივრცეში მოცემულ ამოცანებს.

Comments
Post a Comment