სულ ესაა.
„დღის და ღამის მიჯნაზე საყვირებმა დაიღმუვლეს. ისინი სხვა ქვეყნად წასვლას იტყობინებოდნენ, რომელსაც ჩემთვის ახლა არავითარი მნიშვნელობა არა აქვს.
ალბერ კამიუ, "უცხო".
აი ის დღეც დადგა. ვერაფერს ვაკეთებ.
ეს ის პერიოდია როცა უბრალოდ გინდა რომ დამთავრდეს, საბოლოოდ დამთავრდეს ჩარჩოები, დედლაინები, გამოცდები სხვადასხვა ფრონტზე, სხვების მიერ თვალთვალი და დაუმთავრებელი მოლოდინები შენს მიმართ.არადა გესმის გარშემო როგორ ინგრევა ყველაფერი და ნგრევას ნებდები.
ქარია. რას იცავდი სიცოცხლის ფასად ამდენი ხანის განმავლობაში?
უშედეგობა ბოლოს გიღებს.
ყველაფერი მაშინ დაიწყო როცა უარი თქვი პროტესტის ჩვეული ფორმით გამოხატვაზე, გრძნობები უარყავი და აზროვნების სფეროში ეცადე გეცხოვრა. არადა ხვდები რომ ეს ყველაფერი შინაგანია, ინტრაა და ამავე დროს ყოვლისმომცველი.
- შენი პრობლემა ყოველთვის ის იყო, რომ გამარჯვებას სათანადო ყურადღებას არასდროს უთმობდი.
-მოკეტე! - უმეროებ საკუთარ თავს.
-შენ ყოველთვის მათ აფასებდი ვინც ბოლომდე იბრძოლა და დამარცხდა.
-მოკეტე!
უაზრობა დიდი ხანია დაწყებულია.
არაფერი ხდება ახალი. სიზიფეს გავხარ თავისი აბსურდული სამსჯავროთი.
-ხედავ? პირველი არ ხარ.
იქნებ დროა ყველაფერი მიატოვო და უბრალოდ წახვიდე?
"- ვერ წავალთ.
-რატომ?
-გოდოს ველოდებით და იმიტომ."
ვიდრე გოდოს ელოდები მეცადინეობა უნდა მოასწრო.
"ფსიქიკური აშლილობები", "დაავადებათა კლასიფიკაცია".. რა აბსურდია.
არადა რა მარტივადაა ყველაფერი. როგორმე ვინმემ უნდა აუხსნას ამ ხალხს, რომ ყველაფერი სხვაგვარადაა, რომ არ შეიძლება ამდენი დაკვირვება ხალხზე. ჩვენ ვერაფერი გვიშველის. მხოლოდ შეგვიძლია მარადიულად გოდოს ველოდოთ.
ჯანდაბას, მაინც წავიკითხავ.
ჰოდა ვკითხულობ, ვკითხულობ პარანოიდულ, შიზოიდურ, ანტისოციალურ, ნარცისისტულ აშლილობებს და ვხვდები რამდენად უშედეგოა მთელი ეს განწირული მცდელობები. სინამდვილეში კი "ეჰ, ჩვენ ყველანი შეშლილები ვიბადებით, ზოგს კი სიგიჟე ბოლომდე გასდევს"
სულ ესაა. აი ასე, ზუსტად ასე ხდება ამ ბოზ დედამიწაზე.

Comments
Post a Comment