რა არის ტრენინგი?

ტ- ჯგუფები
მათ ვისაც არ მიუღით ტ ჯგუფში მონაწილეობა, აღელვება და კამათი, რომელსაც იწვევს ამ ჯგუფში მოძრაობა, შესაძლებელია მოეჩვენოს უცნაურ ამოცანად. ჯგუფის წევრები, თავისი შეგრძნებების შესახებ კითხვაზე პასუხობენ დაახლოებით ასე: „ჯგუფი ნამდვილად გვაძლევს რეზულტატს, მაგრამ ზუსტად როგორს, ვერ ვხვდები. ეს თავად უნდა ახსნა შენში.“

ტ ჯგუფის კვლევის ისტორია დაიწყო სოციალურმა ფსიქოლოგმა (30იანი წლებში) კურტ ლევინმა. მასზე გავლენა მოახდინა ჯორჯ ზიმელმა, რომელიც საზოგადოებას განიხილავდა, როგორც ურთიერთობის ფუნქციონალურ სისტემას, რომლებიც აერთიანებდა ინდივიდებს. მან შენიშნა, რომ ჯგუფის წევრობის დროს, ყველა ადამიანი, როგორც ლიდერი ასევე ჩვეულებრივი ჯგუფის წევრი, ერთმანეთზე გავლენას ახდენენ. ლევინმა დაიწყო ზიმელის დინამიური კონცეფციების გამოყენება ისე, რომ მასე გადაქონდა ლაბორატორიული მონაცემები გარეთ, ანუ ჩვეულებრივ გარემოში. ლევინი მივიდა მტკიცებულებამდე, რომ პიროვნბის უკეთესობისკენ ცვლა უფრო ეფექტური იყო ჯგუფებში. ის ამტკიცებდა, რომ ადამიანს, თუკი უნდა რომ გამოასწოროს არაადაპტირებული ქცევები და გამოიმუშავოს ქმედების ახალი ფორმები, მათ თავიანთი თავი ისე უნდა დაინახონ, როგორც ხედავენ სხვები. ლევინის მუშაობა 1948-51 წლებში გახდა კლასიკური. კურტ ლევინის იდეა, რომ სხვისი თვალით შევხედოთ საკუთარ თავს, გახდა ტ ჯგუფში მუშაობის ქვაკუთხედი. ლევინის ასეთ მიდგომას დაერქვა „действенного исследования“. (თვისებრივი კვლევა)

პირველი ჯგუფი შეიქმნა შემთხვევით, 1946 წელს. რამოდენიმე სპეციალისტი (საზოგადოებრივი მეცნიერების წარმომადგენლები), რომელსაც სათავეში ედგა კურტ ლევინი, იღებდნენ მონაწილეობას კონეკტიკუცკის პროექტში, მისი შინაარსი იყო, რომ ბიზნესმენებს და საზოგადოების ლიდერებს დახმარებოდათ წარმატებით გამოეყენებინათ ახალი კანონი, რომელიც გულისხმობდა სამსახურში მიღების სამართლიან წესს. ერთ-ერთი ასეთი სამუშაო შეხვედრის შემდეგ, სპეციალისტები შეიკრიბნენ, რათა განეხილათ საკითხები. ამ განხილვაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს ჯგუფის წევრებმაც. სულ მალე ცხადი გახდა, რომ სპეციალისტების დაკვირვება არც ისე ხშირად ეთანხმებოდა ჯგუფს წევრების აღქმას. ეს საღამოს შეხვედრები იმდენად საინტერესო გახდა სპეციალისტების და ჯგუფის მონაწილეებისათვის, რომ ეს გადაიქცა სწავლების ახალ მეთოდად. ეს იყო პირველი მაგალითი ჯგუფის მონაწილეთა საკუთარი გამოცდილების ანალიზის, რომლის დროსაც ისინი იღებდნენ უკუკავშირს.

ჯგუფური დინამიკის გამოკვლევის მეთოდის წარმატებამ, შემდეგ წელს ქალაქ ბეტელეში მიგვიყვანა ნაციონალური ტრენინგის ლაბორატორატორიამდე. ამ ქალაქში წარმოიშვა ტ ჯგუფის წინამორბედი - რომელსაც ერქვა საბაზო უნარების ტრენინგის ჯგუფი. მისი მიზანი იყო ორი სახის: 1. სტრატეგიული ცვლილებების განვითარება სოციალურ ჯგუფებში. 2. პატარა ჯგუფებში ინდივიდთა ქცევების შესწავლა დინამიურად. ჯგუფური თერაპიის პრაქტიკულად დამტკიცება, პრობლემების განხილვა, რომლებსაც ჯგუფის წევრები წააწყდებოდნენ რეალურ ორგანიზაციებში, მონაწილეთა დახმარება და მათი განვითარება უკეთეს ხელმძღვანელობაში და მიღებული ცოდნის გამოყენება პრაქტიკაში. შემდგომში მოიპოვედ დიდი პოპულარობა, თუმცა 1956 წლამდე  ტ ჯგუფების ძირითადი თემატიკა განსაზღვრული არ იყო. ამიტომ მოხდა აზრთა სხვადასხვაობა ჯგუფის სპეციალისტებს შორის. რომელშიც შედიოდნენ ძირითადად სოციალური ფსიქოლოგები, რომლებიც ლევინის იდეას ეთანხმებოდნენ, რომ თვისებრივი კვლევა გამოეყენებინათ სოციალური პრობლემების გადაჭრაში და ასევე საორგნიზაციო ცვლილებებისთვის და ასევე ახალმოსულ ფსქოლოგებს შორის. ხოლო მეორე აზრის მომხრეები იყვნენ კლინიკური ფსიქოლოგები, ესენი იყვნენ ფროიდის და როჯერსის სკოლის წარმომადგენლები. ისინი დაინტერესებულნი იყვნენ ჯგუფური დინამიკით და პიროვნების ინდივიდუალური მახასიათებლებით.

შემდგომში გაჩვენებთ, რომ ტერმინი ლაბორატორიული ტრენინგი არის კომპლექსური მეთოდი გამოცდილებით სწავლების, რომელთა შორის ერთ-ერთია ტ ჯგუფი. ტერმინი ტ ჯგუფი ახლანდელ დროში შეიძლება იყოს გამოყენებული სხვადასხვა მიზნისთვის. ზოგიერთი ტ ჯგუფი გამოიყენება, როგორც ინტერპერსონალური ურთიერთობის ფორმირებისთვის და შეისწავლის მათ პროცესებს, ზოგიერთი საორგანიზაციო პროცესების პროცესებზე დასაკვირვებლად. განსაკუთრებით ინტერპერსონალური უერთიერტობების ფორმირების დროს, დიდი ყურადღება ექცევა თითოეული მონაწილის როლს, ემოციური კლიმატის შექმნისთვის.

ბოლოს, არსებობს ტ ჯგუფი, რომელიც აქცენტს აკეთებს ინდივიდის საერთო განვითარებაზე, რომელზეც ერთდროულად მოახდინეს გავლენა, როგორც პიროვნული თეორიების მიღწევებმა ასევე კლინიკურმა ფსიქოლოგიამ. ამ ორიენტაციის ჩარჩოებში არის ჯგუფში ფუნქციონირების ორიენტაციის გაუმჯობესება და აგრეთვე პიროვნული უნარების განვითარება, გახლავთ მეორადი ინდივიდის ცხოვრებისეული ღირებულებებთან გამოვლენასთან შედარებით. (პიროვნული ნიშნის გამოვლენა მეორადია ღირებულებების გამოვლენასთან შედარებით). ეს ყველაფერი მიმართულია ადამიანის თვითმყოფადობის (ცხოვრებისეული ღირებულებების) გრძნობის გაძლიერებისთვის. ხანდახან ჯგუფი არის სენსიტიური. ახლანდელ დროშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს ხელმძღვანელების დატრენინგებისთვის.

უნდა აღვნიშნოთ რომ მაშინ, როცა ტ ჯგუფი მიმართულია ინდივიდუალურ პიროვნულ განვითარებაზე და მის აღქმაზე, მასში მაინც ყოველთვის ინახება ჯგუფური კონტექსტი. ურთიერთქმედების პროცესი განსხვავდება ურთიერთქმედების შინაარსისგან და მიეკუთვნება გრძნობების, აღქმის სფეროს, რომელიც არის ჯგუფში ქცევის საფუძველი. ყველაფერს,რასაც მისი მონაწილეები ამბობენ ან აკეთებენ, კეთდება ერთმანეთთან მიმართებაში, არსებობს ჯგუფური პროცესის პრობლემები, და ყველაფერი გაზიარებული ჯგუფში.

მაგალითად ერთი პრობლემა შეიძლება შეეხოს მართვას და გამოიხატება იმაში, როგორ დავაწესოთ ნორმები და როგორ გადავანაწილოთ ძალაუფლება ჯგუფში. მეორე პრობლემა კი  შეეხება ურთიერთსიახლოვეს და ურთერთსიმპათიას. ამდაგვარი პროცესები ხდება ჯგუფებში მისი განვითარების მიხედვით და მის ცვლილებებს განაპირობებს დისკუსიების თემა. ჯგუფური პროცესების შესწავლა ჯგუფურ დინამიკაში გვაძლევს ინფორმაცია, ინტერპერსონალური ურთიერთობებისა და ჯგუფის წევრების ქცევაზე რეალურ ცხოვრებაში. ინტერპერსონალური უნარების განვითარება სოც.ფსიქოლოგიური კომპლექსში გვაძლევს შესაძლებლობას გავერკვიოთ ჯგუფურ პროცესებში.  ტ ჯგუფები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული ჯგუფის წევრის განცდებს, ვიდრე სხვა ჯგუეფბი, ისინი ძალიან წარმატებით აგრძელებენ სოც. ფსიქოლოგიის თერაპიას.

შეინი და ბენისი აღნიშნავდნენ, რომ ლაბორატორიული ტრენინგის მიზანი შეიძლება შეიცვალოს ჯგუფიდან ჯგუფში, მაგრამ ყოველთვის მოიცავს შემდეგ ასპექტებს:
1. თვითშემეცნების განვითარება, რომელიც ხდება გარკვეული ფსიქოლოგიური ბარიერების დაწევის და გულწრფელობის ხარჯზე.
2.  პირობების შემეცნება ჯგუფში, რომლებიც ან სირთულეს გვიქმნის ან ძალიან თავისუფლად გვაგრძნობიებს თავს ჯუფში.
3.  ინტერპერსონალური ურთიერთობების მიღწევა ჯგუფში. რათა მივაღწიოთ კომუნიკაციის სრულყოფილებას.
4. დავეუფლოთ ინდივიდუალურ დიაგნოსტიკურ უნრებს, ჯგუფსა და ორგანიზაციის პრობლემებში.  იმ უნარების ფლობა, რომ დიაგნოსტიკა გავუკეთოთ იმას, თუ რა პრობლემ არსებობს ჯგუფში.

პრაქტიკაში სასწავლო მიზნები ძირითადად განისაზღვრება მისი მონწილეებისგან და მიზნების მიღწევაში ჯგუფური ინტერესების სწორად მიმართვა გვეხმარება. ჯგუფური ინტერესები შეიძლება შეეხოს განცალკევებით თითოეულ მონაწილესაც, მათ ურთიერთობებს და როლს ორგანიზაციაში. როდესაც ჯგუფის აქცენტი მიმართულია ცალკეულ მონაწილეებზე, ჯგუფის მიზანი შეიძლება იყოს ცნობიერების ამაღლება, აგრეთვე, ქცევითი კომპეტენტურობის ამაღლება.  როდესაც ინტერესები მიმართულია როლური ფუნქციების შესრულებაში,  მაშინ ჯგუფის მიზანი შეიძლება იყოს, მოაწილეთა ურთიერთობის გმოკვლევა როლური თამაშების დროს. (პარტნიორებთან, უფროსთან, თანამშრომელთან).

ტ ჯგუფის მოძრაობის ფუძემდებლები ხელმძღვანელობდნენ 3 ძირითადი კატეგორიის ღირებულებებით.
1.  პირველი ექსპერიმენტატორები ამ სფეროში, ღელავდნენ პირველ რიგში იმაზე რომ რამდენად შეიძლება ქცევითი და საზოგადოებრივი მეცნიერებები მოერგოთ ერთმანეთისთივის და მიჰყვებოდნენ მეცნიერულ მეთოდებს. ისინი ასწავლიდნენ ჯგუფს წევრებს ობიექტრად მიდგომოდნენ პროლემას ეთანამშრომლად სხვა მკვლევარებთან და მიეღოთ კონსტრუქციული გადაწყვეტილებები მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით.
2. მეორეს მხრივ ისინი უპირატესობას ანიჭებდნენ დემოკრატიული პრინციპებს. თუმცა ეს ყველაფერი ზოგჯერ ეწინააღმდეგებოდა ზოგიერთი ბიუროკრატიული ავტორიტარული ორგანიზაციის მმართველობის მეთოდებს. მიუხედავად ამისა არსებობს ემპირიული მტკიცებულება იმისა, თუ რაოდენად მნიშვნელოვანად დადებითი რეზულტატი მოგვცა ორგანიზაციებში.
3. ტ ჯგუფების მოძრაობაზე დიდი გავლენა მოახდინა მათი დამფუძნებლების თავდაჯერებულობამ, რომელიც გულისხმობდა ურთიერთდახმარების ღირებულებუებებს. სხვათა განცდების მიმართ ყურადღება და დახმარებისთვის მზადყოფნა და მათ პრობლემებში ჩაღრმავება.

II
ძირითადი ცნებები
(სასწავლო ლაბორატორია)
პირველ რიგში ტ ჯგუფი გახლავთ სასწავლო ლაბორატორია.  ეს არ არის ჩეულებრივი ლაბორატორია, ის ადგილი, სადაც მეცნიერები თეთრ ხალათებში რთულ სამეცნერო ექპერიმენტებს ატარებენ.  ჩვენ ასეთი ლაბორატორია შესაძლებელია განვსაზღვროთ, როგორც დროებით, ერთ ადგილზე შეკრებილი საზოგადოება, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს მისი ყველა წევრის მოთხოვნილება, სწავლების პერიოდში. ასეთი განსაზღვრებიდან ნათელი ხდება, რომ ტ ჯგუფის ფუნქციონირება შესაძლებელია არა ერთ რომელიმე შენობაში, არამედ სხვადასხვა სივრცეში, მაგრამ ამავე დროს შესაძლებელია სასწავლო ლაბორატორია ვუწოდოთ. ასეთ კონტექსტში ტერმინ „ლაბორატორიაზე“ აქცენტი კეთდება იმ ექსპერიმენტებზე და აპრობაციაზე, რომლებიც ქცევების ახალ ფორმებს განიხილავენ. ამავე დროს, ჯგუფის წევრები ერთდროულად წარმოადგენენ როგორც მონაწილეებს, რომლებიც არიან ექპერიმენტატორები, აგრეთვე ისინი თავისივე ქცევების მეთვალყურეებიც არიან და ამავე დროს ახდენენ მოცემულობათა ანალიზსაც.

ტ ჯგუფი, ეს გახლავთ მინიატურული რეალური სამყარო. ისეთივე ამოცანებით, პიროვნული კონფლიქტებით, რომლებიც გვხვდება ჩვენი ცხოვრების გზაზე. განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ ტ ჯგუფი გარანტიას გვაძლევს პრობლემების გადაჭრისას, რომლებიც რეალურ ცხოვრებაში შეიძლება გადაუჭრელი დარჩეს. ხშირად კი ლაბორატორიული შეხვედრები ხდება ისეთ გარემოცვაში, რომელიც შორს არის ყოველდღიური ცხოვრებისგან. ეს შეხვედრები შეიძლება მოხდეს ერთხელ დღეში და განმეორდეს რამდენიმე კვირას. ტ ჯგუფებში მეცადინეობა როგორც წესი მხოლოდ ნაწილია ლაბორატორიული ტრენინგის. დანარჩენი ცხრილი შეიძლება მოიცავდეს ლექციებს, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის ჯგუფური ურთიერთობების და ჯგუფური უნარების შესახებ. ტ ჯგუფი არის ბირთვი სწავლების გამოცდილების და ზოგიერთ შემთხვევაში კი ერთადერთი მეთოდია სწავლების.

მთელი სასწავლო საზოგადოება ძირითადად შედგება 2 ან 3 ტ ჯგუფისგან, სადაც თითოეულში 10-15 კაცია გაერთიანებული.  ხელმძღვანელებს ეწოდებათ ტრენერი ან ფასილიტატორი. მათ შეუძლიათ დაიწყონ სამუშაო შემდეგნაირი შესავლით: „ეს ჯგუფი იმუშავებს, გარკვეული დროის განმავლობში და გახდება თავისებური ლაბორატორია, რომელშიც თითოეული გაიფართოვებს თავის წარმოდგენას იმგვარ პროცესებში, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ინდივიდუალურ ქცევაზე, ჯგუფებში და ორგანიზაციაში მუშაობაზე. სწავლების მასალად გამოგვადგება საკუთარი ქცევები, გრძნობები და რეაქციები. ჩვენ ვიწყებთ ისე რომ არ გვაქვს  გარკვეული სტრუქტურა, ჩამოყალიბებული პროცედურები და განსაზღვრული გეგმა. ჩვენ მოგვიწევს შევისწავლოთ ჩენი ჯგუფი თანამიმდევრულად განვითარების ფეხდაფეხ. ჩემი როლი მდგომარეობს იმაში, რომ დაეხმაროს ჯგუფს ისწავლოს თავისივე გამოცდილებით. მე არ ვიმოქმედებ როგორც ტრადიციული ხელმძღვანელი და მე არ შემოგთავაზებთ რა მეთოდები გამოვიყენოთ ან როგორ მოვახდინოთ ორგანიზება ან რა ჩავრთოთ დღის წესრიგში. ვფიქრობ ახლა ჩვენ უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ ის გზა, რომელიც ჩვენი გრძნობებიდან გამომდინარე იქნება უფრო პროდუქული. „ 

ამის შემდეგ მონაწილეების წინაშე დგება ამოცანა, გარკვეული დროის განმავლობაში შექმნან სოციალური ორგანიზაცია და მხარ დაუჭირონ მის განვითარებას. მიზნები საკმაოდ ზოგადი და გაურკვეველია. რადგან უკვე წინასწარ უკუაგდეს კონკრეტული სტრუქტურები და გეგმები, მონაწილეებს აიძულებთ ეს ყველაფერი დაეყრდნონ საკუთარ თავს და საკუთარი შესაძლებლობები განივითარონ.

ტ ჯგუფის ძრითადი არსი გახლავთ, რომ შეისწავლონ პროცესები, რომელიც მიმდინარეობს ამ ჯგუფში, მისი განვითარების დროს. ჯგუფში სენსიტიური აქცენტი კეთდება როოგრც პიროვნულ, ასევე ინტერპერსონალურ საკთხებზე. უკანასკნელ შემთხვევაში ტრენერის ჩართვა შეიძლება იყოს გამოწვეული აუცილებლობით, იმისთვის, რომ ჯგუფის წევრებმა თავისუფლად გამოხატონ თავიანთი სიხარული და გაიზიარონ სხვისი გრძნობები, იმისათვის, რომ უკეთესად, ღრმად შეისწავლონ ადამიანური ურთიერთობები. იმ შემთხვევაში, როცა პირველხარისხოვანად გვევლინება ემოციური კითხვები და მიზნად წარმოგვიდგება ინტერპერსონალური განვითარება და თვითაქტუალიზაცია, ამ შემთხვევაში ჯგუფს შესაძლებელია დავარქვათ - „ინქაუნთერ გრუპ“.

სწავლება იმისა, თუ როგორ ვისწავლოთ
ლაბორატორიულ ტრენინგებში განსაუთრებული ყურადღება ენიჭება ახალი, განსხვავებული მიდგომების წარმოშობას, იმგვარი პრობლემისადმი, როგორიცაა, ვასწავლოთ მათ, როგორ ისწავლონ. უორენ ბენისი (1977) განსაზღვრავს ღირებულებებს, რომელიც საფუძვლად უდევს ამნაირ სწავლებას. იგი გამოყოფს 4 მიზანს, რომელიც ახასიათებს მთლიანად ლაბორატორიულ ტრენინგს:
1. პირველ მიზანს შეადგენს აუმაღლოს შესაძლებლობა თითოეულ ჯგუფის მონაწილეს, აღიქვან სიტუაცია. ჯგუფი მიზანმიმართულია აღმოაჩინოს, რაც შეიძლება ბევრი არჩევანის შესაძლებლობა ცხოვრებისეული სირთულეების გადასაჭრელად.
2. ტ ჯგუფი ცდილობს წაახალისოს კვლევითი მიდგომები რეალობასთან მიმართებაში. (კერძოდ: რა ხდება ახლა და რატომ?) ეს არის კითხვა, რომელიც ყოველთვის დგას ჯგუფის წევრების პირისპირ.
3. ტ ჯგუფებში ხაზგასმით აღიარებენ რეალობას და ინტერპერონალურ ურთიერთობებს. რადგან წინასწარ მიზანი და პროცესი განსაზღვრული არ არის, ეს წარმოშობს გრძნობების მრავალფეროვნებას და აუცილებელია ყველა ძალისხმევა მივმართოთ იმისკენ, რომ გავიგოთ ეს გრძნობები, ვისწავლოთ მათი გაზიარება და ვიყოთ ღია საპასუხო კომუნიკაციისთვის.
4. ბოლოს, ტ ჯგუფები გვაძლევს ხელმძღვანელობის ისეთ მოდელს, რომელიც დაფუძნებულია თანამშრომლობაზე.
დემოკრატიული სტილის ღირებულებებთან შესაბამისობაში, ტ ჯგუფის ხელმძღვანელი ცდილობს არ გამოიყენოს ბრძნაბების პოლიტიკა და გარედან კონტროლი, რადგან პარტნიორები არიან სწავლების ძირითადი წყაროები.  ჯგუფის წევრები ინფორმაციის მირებას ერთმანეთისგან ახერხებენ და არა ხელმძღვანელიგან. ხელმძღვანელის ავტორიტეტი ძირითადად განისაზღვრება ყურადღებით ყოფნაში ყველას მიმართ.

ჯგუფის პროცესში გაურკვევლობა ზოგჯერ მიგვანიშნებს, რომ ჩვეული ქცევები უფრო ხშირად არ არის ეფექტური. ტრენერი ძალიან ცოტა რეპლიკს გასცემს, ხოლო მის მიერ ფორმულირებული მიზნები იმდენად ზოგადია, რომ მონაილეებს ეუფლებათ შეგრძნება, რომ მათ არ აქვთ საერთოდ მიზანი. ზუსტად ამის გამო სწავლება წარმოადგენს უფრო გამოცდილების რეზულტატს. იმის სწავლება, თუ როგორ ისწავლონ ეყრდნობა სასწავლო ციკლს, რომელიც შედგება: 1 თვითაღმოჩენა 2. უკუკავშირი, 3. თვითექსპერიმენტი.
1. თვითაღმოჩენა - მთელი დროის განმავლობაში, მისი მონაწილეები აღმოაჩენენ თავის აღქმებს, მოქმედებებს. ამ მეთოდის აღწერას და სხვებთან ერთად მუშაობას იმ პროცესში, რომელსაც ქვია აღქმა და შემეცნება,  ეწოდება ჯოგარის ფანჯარა. 

ამ მოდელის თანახმად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ თითოეული ადამიანი თავის თავში ატარებს 4 პიროვნულ სივრცეს.
1. „არენა“- რომელიც მოიცავს ზოგად ცოდნასა და ასპექტებს, შინაარსით სიტყვას - „მე“. რომლის შესახებაც ვიცით ჩვენც და სხვებმაც. (ეს არის პიროვნული სივრცე, რომელიც გახსნილია ჩემთვისაც და სხვებისთვისაც).
2. „ხილული“ - ეს არის ის, რაც ვიცით ჩვენ და სხვებმა არა. მაგალითად, საიდუმლო სასიყვარულო რომანი ან  შიში რომელსაც განვიცდით ვტორიტეტული ადამიანის დანახვის დროს. აგრეთვე ხილული არის ის, რის შესახებაც არ მოგვეცა შესაძლებლობა გვეთქვა სხვისთვის.
3. „ბრმა ლაქა“ - იგი შედგება იმისგან, რაც ჩვენ არ ვიცით საკუთარი თავსის შესახებ და სხვებმა იციან. მაგალითად პირიდან უსიამოვნო სუნი, ან მოსაუბრესთან საუბრისას შეწყვეტა.
4. „გაურკვეველია“ - ეს არის ის, რაც დამალულია ყველასგან. ეს არის დაფარული პოტენციური შესაძლებლობები.

„ჯოგარის ფანჯარა“ გვაჩვენებს, რომ ღიაობა ურთიერთობებში გვეხმარება გადავჭრათ როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური შესაძლებლობები. აგრეთვე იგი ემსახურება კონტაქტების გაფართოვებას, ეს კი ნიშნავს არენის გაფართოვებას. როდესაც მონაწილეები ხვდებიან პირველად არენა არ არის დიდი. ურთიერთობების განვითარების და ურთიერთდახმარების დროს იზრდება პარტნიორების ნდობა და ადამიანს უვითარდება უნარი იყოს საკუთარი თავი, თამაშის გარეშე. ამ გახსნილობის ხარისხი, რომელის უფლებაც  ჯგუფს შეუძლია მისცეს საუთარ თავს, დამოკიდებულია ნდობის ხარისხზე, რომელიც არსებობს ჯგუფში.

ნდობის ხარისხი გადამწყვეტი ფაქტორია ნებისმიერ სასწავლო გარემოში. თუ ჯგუფში არ არის შექმნილი გაგების, ურთიერთდახმარების ატმოსფერო, მაშინ ცივდება მის მონაწილეებში უნარი, ზუსტად გაიგონ მოტივი, ღირებულებები და ემოციები თანამონაწილეების. ასეთ პირობებში, მონაწილეები ისეთ ურთიერთობებს და ხილულობას ქმნიან, რომელიც ეყრდნობა მკაცრ როლურ სისტემებს. იყენებნ დამოკიდებულ და ანტიდამოკიდებული ქცევის ნიმუშებს. ჯგუფის განვითარების სხვადასხვა სტადიებში, იქამდე, ვიდრე მიაღწევენ უსფრთხოების ატმოსფეროს, მონაწილეები არიან თავდაცვით პოზიციაში. ამ დროს მიდის ბრძოლა მხარდაჭერების მოსაძიებლად, აგრეთვე არის მცდელობები, რომ გასცენ რჩევები და საერთოდაც მათ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები.

2. უკუკავშირი - სასწავლო ციკლის მეორე ელემენტი უკუკავშირის ეფექტური გამოყენება ჯგუფში. ტერმინი უკუკავშირი აღებულია ელექტრონული ტექნიკური ლიტერატურიდან, ეს არის შეტყობინება იმის შესახებ, რომ მოხდა სასურველი მიზნიდან გადახვევა. მაგალითად კოსმოსური რაკეტა დედამიწაზე აგზავნის სიგნალებს, რომელიც საშუალებას აძლევს მართვის ცენტრს კორექტირება გაუკეთოს აუცილებლობის შემთხვევაში რაკეტის კურსს. ჯგუფურ ტერმინოლოგიაში უკუკავშირი ხორციელდება, როცა ზოგიერთი ჯგუფის მონაწილე აცნობს თავის რეაქციებს ჯგუფის სხვა წევრების ქცევის შესახებ. იმ მიზნით, რომ მათ მოახდინონ „კურსის“ კორექტრება, რათა მიაღწიონ საერთო მიზანს. ის მონაწილეები, რომლებსაც უნდათ, რომ გაიფართოვონ თვითშემეცნება, შეუძლიათ მიიღონ უკუკავშირი, საკუთარი ქცევის თვისებების შესახებ. მაგალითად, იმის შესახებ რომ შენი თვისება სხვას შეაწყვეტინო ლაპარაკი, დანარჩენ  მონაწილეთა შორის ქმნის პრობლემას. ჯგუფში განვითარების პროცესში უკუკავშირი თითოეულ ჯგუფში მონაწილეს შორის შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ძალიან ღრმა განცდებთან, ამიტომ უკუკავშირი უნდა იყოს ურთიერთზრუნვის ატმოსფეროში. ასეთი მოპყრობა საშუალებას გვაძლევს ინდივიდებს აკონტროლონ და გამოასწორონ საკუთარი არაადექვატურური ქცევები და ამავე დროს აძლევს ინფორმაციას საკუთარი შავი ლაქების შესახებ. უკუკავშირი აგრეთვე უზრუნველყოფს ჯგუფუს წევრებს შორის ურთიერთგაგებას. ხელმძღვანელს შეუძლია მხოლოდ მსუბუქად მოახდინოს უკუკავშირი, რათა დაეხმაროს რომელიმე ჩაკეტილ მონაწილეს გახდეს უფრო ღია. მნიშვნელოვანია უკუკავშირი არ იყოს შეფასებითი და კრიტიკული.

3. ექპერიმენტი - სასწავლო ციკლის მესამე მნიშვნელოვანი ელემენტი გახლავთ ჯგუფში ექსპერიმენტი. ეს დაფუძნებულია ახალი სტრატეგიებსა და ქცევის ახალი ფორმების მუდმივ ძიებაზე. ჯგუფის წევრები სწავლობენ არამარტო უკუკავშირით, არამედ ისინი სწავლობენ გამოიყენონ გამოცდილება, ჩაატარონ კვლევა და ანალიზი გაუკეთონ იმ სიტუაციას, როდესაც მათ შეუძლიათ მიიღონ მკაფიო და ზუსტი უკუკავშირი მათი ქცევის ეფექტურობის. ექპერიმენტი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იგი გარანტიას აძლევს მონაწილეს რომ თავი იგრძნოს უფრო კომფორტულად, ახლადშეძენილი უნარის გამოყენებისას.  სასწავლო პროცესის უკანასკნელი სტადია გახლავთ მიღებული ცოდნის გამოყენება რეალურ ცხოვრებაში, მრეწველობაში, განათლებაში, ოჯახში.

„აქ და ახლა“
მნიშვნელოვანი პირობა ტ ჯგუფებისთვის გახლავთ ყურადღების კონცენრირება პრინციპზე „აქ და ახლა“. რადგანაც ითვლება, რომ სწავლების ოპტიმალურ რეზულტატს გვაძლევს უშუალოდ გამოცდილება. მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფი რმდენადაც შესაძლებელია დარჩეს მუშა და რელევანტური. ეს იმას ნიშნავს, რომ პირადი აღქმა არ წარმადგენს ღირებულებას, თუ მას თან არ ახლავს გრძნობის გამოხატვა და ის არ ეთანხმება ჯგუფის წევრების თანამოქმედებას. იმ შემთხვევაშიც კი თუკი მის ერთ-ერთ მონაწილეს სთავაზობენ წარმოადგინოს ლიდერობის პრინციპები, ეს უნდა იყოს მცდელობა ილუსტრაცია მოახდინოს ამ პრონციპებისა ჯგუფის მიმდინარე საქმიანობიდან გამომდინარე. ყურადღების გამახვილება უშუალო გამოცდილებაზე და მასში ჩართვა, ეს გახლავთ როგორც საწვავი, რომელიც „დუღილის ტემპერატურას“ ინარჩუნებს. ყურადღების კონცენტრირება მოცემულ პრინცპზე, ეს გახლავთ უმეტესი ჯგუფების ცენტრალური თემა და ის იქნება, როგორც დანარჩენი თავების სამუშაოს განსაზღვრება.

შენიშვნა: ტექსტის ზოგიერთი ნაწილი მოიცავს სინქრონულ თარგმანს. მომიტევეთ გრამატიკული შეცდომები. (გასწორება მეზარება) :დდ

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე