სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

 მრავალი საუკუნის წინ არისტოტელე ამბობდა, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. ჩვენს საუკუნეში შესაძლებელია ადამიანს სოციალური რობოტი დავარქვათ. პროგრესი გვაიძულებს მოვწყდეთ შინაგან დაკვირვებას, შევქმნათ წესები და დავემორჩილოთ მათ. საუკუნეების მანძილზე კაცობრიობა ნელ-ნელა სწავლობდა გარემოსთან ადაპტაციას. ადამიანთა  საქმიანობა დროსთან ერთად უფრო თანამიმდევრული ხდებოდა, იხვეწებოდა ინდივიდთა შორის ურთიერთობის და გარე სინამდვილესთან შეგუების ფორმები. საზოგადოების არსებობა ბუნებრვია გარკვეული წესების და სოციალური ნორმების შემუშავების საჭიროებას ქმნიდა. ადამიანის არსი სწორედ მის სოციალურობაშია. როგორც უკვე ვიცით, ინდივიდსა და საზოგადოებას შორის ორმხრივი კავშირი არსებობს და ამ კავშირის კვლევა სოციალური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი მიზანიამნიშვნელოვანია ის, რომ ადამიანი გარემოსგან გავლენის მიმღებია და გასაკვირი არაა, რომ სოციალური ფსიქოლოგიისთვის განსაკუთრებით საინტერესოა რა სახის გავლენა შესაძლოა მოახდინოს სოციალურმა გარემომ ინდივიდზე და რა მექანიზმებით მოქმედებს თავად სოციალური გავლენები.სოციალური გარემო ჩვენგან გარკვეული წესების ცოდნას მოითხოვს. სხვადასხვა საზოგადოებას თუ კულტურას თავისი ქცევითი სტანდარტები აქვს. ზოგიერთი სოციალური ნორმა დაუწერელი და იმპლიციტურია. ადამიანთა უმრავლესობა ვასრულებთ ამგვარ დაუწერელ წესებს, სოცალური ნორმები იმორჩილებს კაცობრიობას საუკუნეების განმავლობაში. ყოველდღიურად  ჩვენ შეხება გვაქვს უამრავ ჯგუფთან, შესაბამისად გვიწევს ამ ჯგუფის ნორმების გათვალისწინება. სოციალური ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ ადამიანის ქცევაზე იმ ჯგუფის სოციალური ნორმები ახდნენენ გავლენას, რომელთანაც ის თავის თავს აიგივებს. ამგვარ ჯგუფებს ეტალონური ეწოდება. ამ მხრივ საინტერესოა . ნიუკომბის ექსპერიმენტი, რომელიც ეტალონური ჯგუფების გავლენის შესწავლის კლასიკურ ნიმუშად შეიძლება ჩავთვალოთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ადამიანის ქცევაზე სოციალური ნორმების გარდა სოციალური როლებიც ახდნენენ გავლენას, ამის საუკეთესო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ .ზიმბარდოს მიერ ჩატარებულიციხის ექსპერიმენტი“.  ჯგუფმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ასევე ადამიანის გადაწყვეტილებებზე.  60-იან წლებში ჩატარებული კვლევების შედეგები გვიჩვნებს, რომ ჯგუფში მიღებული გადაწყვეტილებები უფრო დიდი რისკის ხარისხით გამოირჩევიან, ვიდრე ინდივიდუალურად მიღებული გადაწყვეტილებები. ამას მკვლევარებმა რისკის გადანაცვლება უწოდეს. ჯგუფში გადაწყვეტილების მიღებაზე შესაძლოა იმოქმედოს ასევე ლიდერის მიერ გამოყენებულმა ხელმძღვანელობის სტილმა. ამ მხრივ მნიშვნელოვანია .ლევინის ექსპერიმენტები. რაც შეეხება საქმიანობის ეფექტურობას, აქაც გარკვეული სახის გავლენას ვხვდებით. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ . ოლპორტის კვლევები, რომელიც ნათლად გვიჩვენებს, რომ კონკურენცია, შეჯიბრი და უბრალოდ სხვების თანდასწრებაც კი ადამიანის მიერ  დავალების შესრულების გაუმჯობესებას განაპირობებს. ეს მოვლენა სოციალური ფასილიტაციის სახელით არის ცნობილი.


                                       the Stanford Prison Experiment; Philip G. Zimbardo


სოციალური გავლენებიდან შეგვიძლია გამოვყოთ მორჩილება, დათმობა და კონფორმიზმი. მორჩილება წარმოადგენს სოციალური გავლენის ფორმას, რომელშიც ერთი ან მეტი ინდივიდი ემორჩილება სხვის ბრძანებას. იგულისხმება, ინდივიდი რომელიც იძლევა ბრძანებას, ფლობს გარკვეულ ძალაუფლებას გავლენა მოახდინოს სხვაზე. ჩვეულებრივ არჩევენ ძალაუფლების ექვს წყაროს: დაჯილდოვების ძალაუფლება, დასჯის ძალაუფლება, ექსპერტული ძალაუფლება, ინფორმაციული ძალაუფლება, რეფერენტული ძალაუფლება და კანონიერი ძალაუფლება. როცა მორჩილებაზე ლაპარაკობენ, ჩვეულებრივ იგულისხმება, რომ ის ემყარება კანონიერ ძალაუფლებას. თუმცა, არ არის გამორიცხული ძალაუფლების სხვა წყაროებიც თამაშობდნენ აქტიურ როლს. რაც შეეხება დათმობას ის წარმოადგენს სოციალური გავლენის უფრო პირდაპირ და პიროვნულ ფორმას, როცა ინდივიდი თავის ქცევას ცვლის სხვისი მოთხოვნით.სოციალურ გავლენებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ვრცლად შევეხოთ ამ თემის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, კერძოდ-კონფორმულობას. როცა ინდივიდი ცვლის თავის ქცევას, რწმენას ან ატიტუდს არსებული სოციალური ნორმების ზეგავლენით, ამას კონფორმიზმი ეწოდებაარსებობს აზრი, რომ სწორედ სოციალური ნორმებისადმი მორჩილება გვიცავსსოციალური ანარქიისგან.“ ამ კუთხით თუ შევხედავთ კონფორმულობა შესაძლოა სასარგებლო ფუნქციას ასრულებს, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არაა. ჩვენ მიერ განხორციელებულ ნებისმიერ ქცევას საზოგადოებაში, თუ საზოგადოების გარეთ გარკვეული მიზეზი და მოტივი განაპირობებს. კონფორმულობასაც, როგორც ფსიქო-სოციალურ ქცევას გარკვეული მოტივები გააჩნია. პირველი ესაა ნორმტიული გავლენა-როცა ინდივიდს სურს ჯგუფმა მიიღოს და არ დარჩეს მისგან გარიყული. შეიძლება ითქვას ეს არის სურვილი მოსწონდე სხვებს. ნორმატიული გავლენა კარგად ჩანს სოლომონ აშის ცნობილ ექსპერიმენტში, რომლის მიზანიც იყო მცირე ჯგუფებზე კონფორმულობის ზეგავლენის შესწავლა. ცდისპირებს ევალებოდათ ერთი ეტალონური ხაზის A, B ან C ხაზებთან შედარება და ანალოგის პოვნა. შედეგად აშმა მიიღო ის, რომ ცდისპირთა დიდი ნაწილი(65%) იმეორებდა უმრავლესობის აზრს, რომელიც აშკარად, თვალსაჩინოდ მცდარი იყო. მეორე მოტივი არის ინფორმაციული გავლენა-ეს არის სურვილი იყო სწორი. როცა ინდივიდს სურს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება. ინფორმაციული გავლენის მაგალითად გვევლინება მუზაფერ შერიფის ექსპერიმენტი, რომელიც ეფუძნება აღქმის ილუზიას, რომელსაც ავტოკინეტიკური მოძრაობა ეწოდება. ექსპერიმენტი ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ შეუძლია ინფორმაციულ ზეგავლენას ნორმის კრისტალიზაცია ანუ მისი ფორმირება და გამყარება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინდივიდი ყოველთვის ერთსადაიმავე ხარისხში არ ექვემდებარება კონფორმულობას. არსებობს ცვლადები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტენდენციის ინტენსივობაზე. ესენია: ჯგუფის შეჭიდულობა(რამდენად რეფერენტულია ჯგუფი), ჯგუფის სიდიდე, სოციალური მხარდაჭერის არსებობა-არარსებობა და სქესიკონფორმიზმისკენ მიდრეკილება ადამიანის უნივერსალური თვისებაა, თუმცა სოციალური ზეგავლენის მიმართ მგრძნობელობა განსხვავებულ კულტურაში განსხვავებულია. როგორც ცნობილია კონფორმულობა მეტად არის დამახასიათებელი კოლექტივისტური კულტურისთვის, ხოლო დასავლურ ინდივიდუალისტურ კულტურაში ნაკლებად. შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ ეს გამომდინარეობს დასავლურ კულტურაში სოციალური ზეწოლის მიმართ წინააღმდეგობის დიდი ტენდენციიდანროგორც უკვე აღვნიშნეთ კონფორმულობას ყოველთვის დადებითი შედეგი არ მოაქვს. ხშირ შემთხვევაში ის თავის თავში ზეწოლას გულისხმობს და ხელს უწყობს დეინდივიდუალიზაციას, რაც ბუნებრივია პროტესტს აჩენს ადამიანებში. იმ ფაქტს, როდესაც ინდივიდი არ ემორჩილება სოცალური ჯგუფის გავლენას-ნონკონფორმიზმი ეწოდება. ფსიქოლოგიური რეაქტიული თეორიის მიხედვით ადამანის ქცევა ემსახურება საკუთარი თავისუფლების შენარჩუნებას და თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები ხშირად მთავრდებანონკონფორმისტული ბუმერანგის ეფექტით“. თანამედროვე საზოგადოებისთვის კონფორმულობა საზოგადოდ დამახასიათებელია, მაგრამ ტოტალურ სახელმწიფოებში იგი გაბატონებულ მოვლენას წაროადგენს. ჩვენ ისტორიიდან კარგად ვიცნობთ ისეტი ტიპის სახელმწიფოებს, როგორიც იყო საბჭოთა კავშირი და ნაცისტური გერმანია. ეს ის შემთხვევაა, როცა კონფორმიზმის გავრცელებას ხელს უწყობს სახელმწიფო პოლიტიკა, როცა წახალისებულია არა კანონის უზენაესობა და მორალური ნორმებისადმი ლოიალობა, არამედ სახელისუფლო ავტორიტეტისადმი ბრმად მორჩილებაკონფორმისტული ქცევა ხშირად თვითგადარჩენის ერთადერთი გამოსავალია. ბოლშევიკური ტერორისგან ფიზიკური გადარჩენის უალტერნატივო გზა სწორედ კონფორმისტულ პოზიციაზე გადასვლა იყო.
  კონფორმიზმის თემა შემოქმედებაშიც საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ცნობილი იტალიელი კინორეჟისორის ბერნარდო ბერტოლუჩის ფილმი-„კონფორმისტი“, რომელიც გადაღებულია ალბერტო მორავიას ცნობილი მოთხრობის მიხედვით. აქ წამოჭრილია კონფორმულობის სწორედ ის პრობლემა, როდესაც ადამიანს საკუთარი პრინციპების საწინააღმდეგოდ უწევს მოქმედება. ამ ფილმის ახსნისას საჭიროა გავიხსენოთ მილგრამის ექსპერიმენტის შედეგი, რომ ადამიანები ხშირად მიყვებიან ავტორიტეტის ბრძანებას მაშინაც კი, როცა ბრძანება უკავშირდება უდანაშაულო ადამიანების ტანჯვას. ფილმის გმირი, მიუხედავად შინაგანი ბრძოლისა, ვერ ახერხებს ფსიქოლოგიური და პიროვნული მდგრადობის შენარჩუნებას და საბოლოოდ ნაცისტური კონფორმიზმის მსხვერპლი ხდება.


                                                                                   the conformist

 ადამიანის მოთხოვნილებაა გრძნობდეს საკუთარ უნიკალურობას და ამავე დროს მიეკუთვნებოდეს გარკვეულ სოციალურ ჯგუფს. ყოველი ჩვენგანის ამოცანაა დაიცვას ბალანსი დამოუკიდებლობასა და დაქვემდებარებას შორის, პირად ცხოვრებასა და საზგადოებრივ ცხოვრებას შორის, ინდივიდუალურობასა და სოციალურ იდენტობას შორის. ცნობილი ფსიქოლოგი კარლ როჯერსი ამბობდა: „მხოლოდ ერთ საკითხს აქვს მნიშვნელობა, ვცხოვრობ ისე, რომ ჩემი ცხოვრება სრულიად მაკმაყოფილებს და მაძლევს საკუთარი უნარების რეალიზების საშუალებას.“ რადგან საკუთარი უნიკალურობის განცდა ადამიანის კომფორტისათვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პიობაა, როჯერსის ეს სიტყვები ალბათ საუკეთესო განმარტებაა იმისა თუ რა გზით შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა სიმშვიდეს. იცხოვროს მაღალი სოციალური და პიროვნული ღირებულებებით და ამვე დროს მართოს შინაგანი კონფლიქტები, იყოს ფსიქიკურად მდგრადი და მიიღოს საკუთარი თუ სხვისი ცხოვრებისთვის დადებითი გადაწყვეტილებები, იყოს უნიკალური საკუთარი ღირებულებებითა და ცხოვრების წესით.


გამოყენებული ლიტერატურა:
1.  . ქვარცხავა- „სოციალური ფსიქოლოგია
2. Майерс Д. (2004). Социальная психология. Санкт-Петербург. Питер.
3. Baron, R. A. & Byrne, D. (2000). Social psychology. Boston; Allyn and Bacon

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე