თუკი იგრძნობთ, რომ ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი წუთებია....
თუკი იგრძნობთ, რომ ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი წუთებია რას გაიხსენებთ სიკვდილის წინ? რაზე დაგწყდებათ გული?
მთელი დღეა მოწყენილობით ვკვდები. მგონი პირველად არის ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი, როცა ლიტერატურის კითხვაც კი მეზარება. მთელი დღე მახსენდებოდა ფრენკ დარაბონტის მიერ გადაღებული, სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია - " The Green mile." ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი სიკვდილის წინ საკუთარი ცხოვრების საუკეთესო დროს იგონებს.
ვფიქრდები და საკუთარ თავს ვეკითხები ახლა თუ ვიგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება მთავრდება, რას მოვიგონებ სიკვდილი წინ, ან რაზე დამწყდება ყველაზე მეტად გული? პასუხი არ მაქვს. ალბათ მხოლოდ თავს ვინუგეშებ იმით, რომ ჩემი დიშვილი გარეგნობით მგავს, რომ მისი არსებობა ჩემს ხსოვნას ცოტახნით მაინც გაახანგრძლივებს. მაგრამ, საუკეთესო დრო არ მახსენდება. ალბათ ცუდი ადამიანი ვარ. 22 წლის განმავლობაში 5 წუთიც კი ვერ გამოვნახე დრო ბედნიერებისთვის. ცხოვრებას იმპრესიონისტი მხატვრის თვალით უნდა უყურო. უნდა შეგეძლოს უბრალო შთაბეჭდილებების შეგროვება და ტილოზე თუ არა სულში მაინც, მისი ლამაზ ფერებად დახატვა.
ავსტრიელი ფსიქოთერაპევტი ვიქტორ ფრანკლი (1905-1997) ამბობდა, რომ ფსიქიკური აშლილობის მთავარი მიზეზი ადამიანის ცხოვრებაში საზრისის არარსებობაა. მართალი იყო ფრანკლი. ჩვენ ვხოცავთ საკუთარ მხსნელებს, ბოლომდე გვიპყრობს მათი განადგურების სურვილი და აზრადაც არ მოგვდის, რომ დაუვიწყარი შეგრძნებების და შთაბეჭდილებების შანსს ხელიდან ვუშვებთ, ვკარგავთ სიცოცხლის საზრისს. ბოლოს კი, ვწევართ მოხუცთა თავშესაფარში ამოუხსნელი დარდით შეპყრობილები და ისღა დაგვრჩენია ვირწმუნოთ, რომ "ჩვენ მარტონი ვიბადებით და მარტონი ვკვდებით". ფილმის დასასრულს, მთავარი გმირი, საზოგადოებისგან გამორჩეული და დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ჯონ კოფი სიკვდილმისჯლთა საკანში ბოლო სურვილს ამბობს. იგი ჯალათებს ეუბნება, რომ კინოფილმი არასდროს უნახავს და სურს სიკვდილის წინ იგრძნოს ფილმის ნახვის ბედნიერება. ალბათ ავტორი ამით სწორედ იმას შეგვახსენებს, რომ შთაბეჭდილებები არ უნდა გავუშვათ ჩვენი სულიდან. ჩვენ უნდა შევძლოთ ემოციის, გრძნობის, ყოველი ლამაზი წამის დაჭერა.
მარტოობაში სიკვდილი თუ გარდაუვალია, ის მაინც ხომ შეგვიძლია 5 წუთით ყოველდღიურ ცხოვრებას მივუგდოთ ყური და ჩვენი "მწვანე ბილიკის" დასასრულს ღიმილით გავიხსენოთ ის ემოცია, რაც ჩვენს არსებობას გაამართლებს და გვათქმევინებს, რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება...
მთელი დღეა მოწყენილობით ვკვდები. მგონი პირველად არის ჩემს ცხოვრებაში ის პერიოდი, როცა ლიტერატურის კითხვაც კი მეზარება. მთელი დღე მახსენდებოდა ფრენკ დარაბონტის მიერ გადაღებული, სტივენ კინგის ნაწარმოების ეკრანიზაცია - " The Green mile." ფილმში ერთ-ერთი პერსონაჟი სიკვდილის წინ საკუთარი ცხოვრების საუკეთესო დროს იგონებს.
ვფიქრდები და საკუთარ თავს ვეკითხები ახლა თუ ვიგრძნობ რომ ჩემი ცხოვრება მთავრდება, რას მოვიგონებ სიკვდილი წინ, ან რაზე დამწყდება ყველაზე მეტად გული? პასუხი არ მაქვს. ალბათ მხოლოდ თავს ვინუგეშებ იმით, რომ ჩემი დიშვილი გარეგნობით მგავს, რომ მისი არსებობა ჩემს ხსოვნას ცოტახნით მაინც გაახანგრძლივებს. მაგრამ, საუკეთესო დრო არ მახსენდება. ალბათ ცუდი ადამიანი ვარ. 22 წლის განმავლობაში 5 წუთიც კი ვერ გამოვნახე დრო ბედნიერებისთვის. ცხოვრებას იმპრესიონისტი მხატვრის თვალით უნდა უყურო. უნდა შეგეძლოს უბრალო შთაბეჭდილებების შეგროვება და ტილოზე თუ არა სულში მაინც, მისი ლამაზ ფერებად დახატვა.
![]() |
| Impression, Sunrise (Impression, soleil levant), 1872; the painting that gave its name to the style.Musée Marmottan Monet, Parision |
როგორ გავხდი ასეთი? როგორ ვიარე ისეთი გზებით, რომ სიკვდილის გარდაუვალობაზე ფიქრიც კი არანაირ ემოციას აღარ იწვევს ჩემში? კითხვა ბევრია, პასუხები არ მაქვს. ისევ დარაბონტის ფილმს ვიხსენებ და ის მწვანე ბილიკი მახსენდება, სადაც ადამიანები ყველაზე უკეთ გრძნობდნენ სიკვდილს. ვფიქრდები და ვხვდები, რომ ეს ფილმი ცხოვრებაზეა. ეს ფილმი გვაჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ადამიანს საჩუქარზე უარის თქმა, გამორჩეულის მოკვლა. მერე კი დაუსრულებლად წერა, საუბარი და ფიქრი იმაზე, თუ როდის გახდა ასეთი, როდის დაიწყო დაუსრულებელი და უაზრო მოგზაურობა მწვანე ბილიკზე. იქნებ მაშინ როცა საკუთარი ხელებით გაანადგურა საკუთარი მხსნელი?
მარტოობაში სიკვდილი თუ გარდაუვალია, ის მაინც ხომ შეგვიძლია 5 წუთით ყოველდღიურ ცხოვრებას მივუგდოთ ყური და ჩვენი "მწვანე ბილიკის" დასასრულს ღიმილით გავიხსენოთ ის ემოცია, რაც ჩვენს არსებობას გაამართლებს და გვათქმევინებს, რომ ამისთვის ღირდა ცხოვრება...


Comments
Post a Comment