აკა მორჩილაძე - ობოლე
პირველ კურსზე ვიყავი აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" რომ წავიკითხე. ზუსტად არ მახსოვს ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ ის მახსოვს, რომ გადავწყვიტე აკა შემდეგისთვის მომეტოვებინა. არ ვიცი, რატომღაც მოცალეობის ჟამს ფუფუნებად ჩავთვალე ამ ავტორის კითხვა. მოკლედ, გავიდა 5 წელი და ხელში ჩამივარდა წიგნი, სახელწოდებით "ობოლე". ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ შთაბეჭდილება არ დამავიწყდეს, როგორც ეს პირველ კურსზე დამემართა. პირდაპირ ვიტყვი - მეტს ველოდი! გაცილებით მეტს. თუმცა კონკრეტულად ვერაფერს დავუწუნებ ავტორს. უბრალოდ ქართველთა ბოლო რამდენიმე საუკუნის ტკივილის, - უფუნქციობის გადმოცემა, ჩემი აზრით, გაცილებით უკეთ შეიძლება.
წიგნის მთავარი სათქმელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე უფუნქციობაა, ის, რომ გმირობა უკვე შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ნაწარმოების მთავარი გმირია ირაკლი, რომელსაც ჰყავს ცოლი, ცხოვრობს ვაკეში და არ უყვარს მობილური ტელეფონი, ეს უკანასკნელი თითქოს ერთგვარი პროტესტია თანამედროვე ცხოვრების მიმართ, თუმცა ეს პროტესტიც ისევე როგორც მთლიანად სიუჟეტი პასიურია. ირაკლის ძმა, ნიკა ამერიკაში ცხოვრობს. მთავარი მოვლენები კი მას შემდეგ იწყება, რაც ირაკლი ჩადის ბაბუისეული სახლის სახურავის შესაკეთებლად. სოფელს მური ჰქვია, ხოლო თავად მთავარი გმირი, როგორც შემდგომში ირკვევა, მურის ციხისთავების შთამომავალია. ძველი დიდების გახსენების დროს კი სსხვენში ძველისძველ თოფს აღმოაჩენს, რომელსაც ბავშვობაში ობოლეს ეძახდა. თავდაპირველად ირაკლის ფანტაზიები უღვივდება, იხსენებს ძველ დიდებას, იმას, თუ როგორ დაიმსახურეს მისმა წინაპრებმა ეს სადაფებით გაწყობილი, თავის დროზე უმშვენიერესი თოფი. შემდეგ კი ნელ-ნელა ჩნდებიან თანამედროვე საქართველოს ხორცშესხმული სინამდვილეები სხვადასხვა ადგილობრივი მაცხოვრებლის სახით. იწყება გაუთავებელი ქეიფი, ჭამა-სმა, რომელსაც რაღაც ამოუხსნელი არაპროდუქტულობის და უშედეგობის სუნი უდის. თითქოს ყველა ეს პერსონაჟი; ვარლამიე, ბაბუცა, კოწო, დათულიე, ყველანი ერთი დიდი უაზრობის და დიდი ვნებებისგან დაცარიელებული ქვეყნის უმნიშვნელო ნაწილი არიან. წიგნის მიწურულს, კი, როდესაც ირაკლი ფიქრობს გაისვრის თუ არა ბოლოს და ბოლოს ობოლე, აღმოაჩენს რომ მის სახლში შემოპარულიყო ყაჩაღი და რეციდივისტი მადონე. რომელსაც პოლიცია ეძებდა. და ზუსტად იმ დროს როცა პოლიციამ უკვე ალყა შემოარტყა სახლს, ირაკლი და მადონე კი მხიარულად პლანს ეწეოდნენ, ირაკლის გმირობის დაუძლეველმა სურვილმა შეუტია. მადონეს დაცვას სწორედ ძველისძველი ჟანგიანი ობოლეთი აპირებდა, თუმცა ყველაფერი მადონეს ჩაბარებით დამთავრდა.
ადვილი მისახვედრია, რომ ძველი ლამაზი თოფი სახელად ობოლე საქართველოს აღნიშნავს, ხოლო, ის რომ თოფი ობოლია პირობითად უპატრონოდ დარჩენილ ქვეყანაზე მიუთითებს. მთელი ეს "აბდაუბდა" ამბები კი ალბათ იმის გამოსახატავად დასჭირდა ავტორს, რომ ქვეყანას როგორც არასდროს ისე სჭირდება გმირი და დიადი ამბები, თუმცა ეს უკვე შეუძლებელია. შესაძლოა იმის გამო არ მიმიზიდა ამ ნაწარმოებმა, რომ რატომღაც მაღიზიანებს დასავლური აქცენტი, ან იმის გამო რომ ზედმეტად დიდხანს უნდება ავტორი იმ უსიცოცხლობის გადმოცემას რაც ხდება ქვეყანასა ზედა.)) მოკლედ, იყო რაღაცები რაც არ მომეწონა, მაგრამ აკას ჩემი დასაწუნი არაფერი აქვს და წაკითხვად ნამდვილად ღირდა. :დდ

Comments
Post a Comment