Posts

Showing posts from August, 2015

სხვა დეტექტივი

Image
   რისკები შევაფასე და მივხვდი, რომ დასვენებაზე და თავისუფალ მომავალზე ოცნება ერთმანეთს არ ეწყობა. შემოვრჩი თბილისს, დროდადრო სიცხე მაწუხებს და ვსევდიანობ, მომავალი აღარ მაკრთობს და სოციუმის ძველებურად მეშინია. კრიმინალური ფსიქოლოგიით დაინტერესებამ გადამიარა, რაღაც ბავშვური გატაცება იყოო ჩემმა უფროსმა მეგობარმა. მეც ლამის დავუჯერე მის სიტყვებს და თავი დავარწმუნე, რომ ყოფიერებით დაუკმაყოფილებლობაა ამგვარი დაინტერესება სიკვდილით, რაღაც სიყალბეებისადმი შეუწყნარებლობა და პროტესტია, სხვა არაფერი. თითქმის ბოლომდე შევეშვი სიკვდილზე ფიქრს, ( სიკვდილზე კი არა მკვლელობებზე, თორემ სიკვდილს ისედაც თითქმის ყოველდღე ვხედავ ) მაგრამ ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელმაც საერთოდ დამავიწყა იდეა, თითქოს კრიმინალური ამბებისადმი ჩემი ინტერესი ბავშვური გატაცებაა.. "ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუბეს ვერ გადავახტი" - პირველი თავი უიღბლობასთან შეგუებული ადამიანის სიტყვებთ იწყება. პირველი წინადადების წაკითხვისას მეგონა, რომ მთხრობელი იყო მკვლელი, მაგრამ ავტორი ბოლომდე არაფერს ამბობს. კითხვის დროს მდენად გ...