სხვა დეტექტივი

   რისკები შევაფასე და მივხვდი, რომ დასვენებაზე და თავისუფალ მომავალზე ოცნება ერთმანეთს არ ეწყობა. შემოვრჩი თბილისს, დროდადრო სიცხე მაწუხებს და ვსევდიანობ, მომავალი აღარ მაკრთობს და სოციუმის ძველებურად მეშინია. კრიმინალური ფსიქოლოგიით დაინტერესებამ გადამიარა, რაღაც ბავშვური გატაცება იყოო ჩემმა უფროსმა მეგობარმა. მეც ლამის დავუჯერე მის სიტყვებს და თავი დავარწმუნე, რომ ყოფიერებით დაუკმაყოფილებლობაა ამგვარი დაინტერესება სიკვდილით, რაღაც სიყალბეებისადმი შეუწყნარებლობა და პროტესტია, სხვა არაფერი. თითქმის ბოლომდე შევეშვი სიკვდილზე ფიქრს, ( სიკვდილზე კი არა მკვლელობებზე, თორემ სიკვდილს ისედაც თითქმის ყოველდღე ვხედავ ) მაგრამ ხელში ჩამივარდა წიგნი, რომელმაც საერთოდ დამავიწყა იდეა, თითქოს კრიმინალური ამბებისადმი ჩემი ინტერესი ბავშვური გატაცებაა..

"ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გუბეს ვერ გადავახტი" - პირველი თავი უიღბლობასთან შეგუებული ადამიანის სიტყვებთ იწყება. პირველი წინადადების წაკითხვისას მეგონა, რომ მთხრობელი იყო მკვლელი, მაგრამ ავტორი ბოლომდე არაფერს ამბობს. კითხვის დროს მდენად გამიტაცა წერის სტილმა და საზოგადოების ავტორისეულმა შეფასებამ, რომ თითქმის დამავიწყდა ამბავი.  მე უფრო საზოგადოების მიერ დამკვიდრებულ ახალი ღირებულებებში ეჭვშეტანილი მთავარი გმირი დავინახე, თავისი საინტერესო პიროვნულობით, ვიდრე კრიმინალური ამბავი. მიუხედავად იმისა, რომ მთხრობელი თითქმის სულ თავის საზოგადოებივ ცხოვრებაზე და მეტად ჩვეულებრივ ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე საუბრობს, ავტორი ახერხებს გამოკვეთოს პერსონაჟის ინდივიდუალურობაც და მეტად მხიარულად გადმოგვცეს გმირის სოციალური როლი.

"ისე მართლა, რა უთოვლო ზამთარი იყო. თითქმის არ ციოდა" - კიდევ ერთი საინტერესო წინადადება, რომელმაც თავიდან დამაბნია. მერე მივხვდი, ალბათ ავტორს უნდა რომ როგორმე დაგვანახოს პასიურობა, ქვეყანაში გამეფებული უსიცოცხლობა და ამ მეტად ლამაზ და საინტერესო სტილს ირჩევს გადმოსაცემად. ქვეყანა, სადაც ზამთარი უთოვლოა, მკვლელობა უღიმღამო და თუ შეიძლება ითქვას ერთფეროვანი. არანაირი თანაგრძნობა და დიდი ემოცია გარდაცვლილზე. რაღაც ამბავი, ფორმალობები და ბოლოს სიკვდილი....

გიორგი კეკელიძე ზუსტად მიხვდა რამ შეიძლება დიდ დანაშაულამდე მიგვიყვანოს. ვთვლი, რომ მეტი აღარაფრის თმა არ ღირს ამ მინირომანზე, ეს ნამდვილად სხვა დეტექტივია, რომელიც უნდა შეიძინო და წაიკითხო, მერე ბევრი იფიქრო და ცხოვრება გააგრძელო.

რაც შემეხება მე, გაოცებული დამტოვა ადამიანებზე დაკვირვების და გადმოცემის ასეთმა საოცარმა და ორიგინალურმა სტილმა და დაუყონებლივ ვუბრუნდები ჩემს "ბავშვურ გატაცებას" :))



Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები