რა გსურს შენ?
"იმის ცოდნა, რომ წაგებულ ბრძოლაში ვიბრძვით, ბრძოლისთვის თავის დანებების მიზეზად არ გამოდგება." პოლ ოსტერი, ჯ.მ კუტზე - "აქ და ახლა" წერილები (2008-20110) ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვი, რომ ფსიქიკური აშლილობა ხშირ შემთხვევაში მაშინ ჩნდება, როდესაც ადამიანი ვერ ახერხებს თავისი პიროვნების სათანადო რეალიზებას. საქმე იმაშია, რომ არსებობენ ავტორები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ არსებობს ე.წ. " ორგანიზმული შეფასებითი პროცესი "(როჯერსი,1902-19870) რაც გულისხმობს ადამიანის (თანდაყოლილ) უნარს თავად განსაზღვროს თვითაქტუალიზაციის გზები. ამ ყველაფრის მოყოლა იმისთვის მჭირდება, რომ უკეთ გავიგოთ რამდენად საშიშია "იდეალური მეს" ჩამოყალიბება სხვის მიერ, აკრძალვების დაწესება და "რელური მეს" უგულვებელყოფა. ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში კარგად ვხედავთ იდეის, თუნდაც რელიგიის სახით შექმნილი ავტორიტეტის დამანგრეველ შედეგებს ადამიანთა ქცევაზე. პირადად მე, მოცემულ მოვლენაში ყველაზე დიდი ტრაგედია იმაში დავინახე (რა თქმა უნდა უდანაშაულო მსხვერ...