მშობლების განქორწინების ზეგავლენა ბავშვზე
საქართველოში, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში განქორწინების რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება. 1960 წლიდან განვითარებულ ქვეყნებში განქორწინების რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა . ამერიკის შეერთებულ შტატებში განქორწინების ყველაზე მაღალი კოეფიციენტია მსოფლიოში . არსებობს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მონაცემები , თუმცა სტატისტიკური მონაცემები ზუსტ სურათს ვერ იძლევა , რადგან საქართველოში ხშირია მხოლოდ საეკლესიო წესით , სამოქალაქო რეგიტრაციის გარეშე ქორწინებაც . ამ თვალსაზრისით შედარებით მეტად სანდოა სოციოლოგიური კვლევები , თუმცა საქართველოში ამგვარი კვლევები მცირე რაოდენობით და მცირე მასშტაბებით არის განხორციელებული . რადგან განქორწინება სულ უფრო ფართოდ გავრცელებული მოვლენა ხდება, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს შეკითხვა, თუ რა გავლენას ახდენს ეს უკანასკნელი მოზარდზე. მრავალი მკვლევარი, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი გამოთქვამს აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით. შეკითხვაზე თუ რა გავლენა აქვს განქორწინებას მოზარდზე პასუხი რა თქმ...