***
სად ცხოვრობენ ჩვენი განვლილი, ბედნიერი დღეები? აქვთ თუ არა მარადიული მისამართი მოგონებებს, აგრძელებენ ცხოვრებას თვალითუხილავ მარადისობაში? შეიძლება ტკივილი სამუდამოდ გაქრეს? თუ ოდესმე დავბრუნდებით წარსულში და ხელუხლებლად დაგვხვდება ყველაფერი, გავაკეთებთ სწორ არჩევანს? ადამიანების არსებობა გრძნობისა და შეგრძნებების მოგონებას ემყარება. ერთი წინადადებით ასე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაზეა კენეტ ლონენგრანის ფილმი “მანჩესტერი ზღვასთან” რომელიც მთავარი პერსონაჟის, ლის მოგონებებით იწყება და მალევე ამ ადამიანის რუტინულ და მომაბეზრებელ ცხოვრებას გვაჩვენებს, სწორედ დასაწყისშივე, პირველი კადრებიდან იკვეთება ლის ხისტი ხასიათი და ინდეფერენტული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, რაც რა თქმა უნდა დაკვირვებული მაყურებლის თვალში ბადებს ეჭვებს, პერსონაჟის შესაძლო მძიმე და დრამატული ცხოვრების შესახებ. და აი ამ წარსულთან აბრუნებს ლის ძმის გარდაცვალება, სადაც ადგილზე ჩასულს ხვდება ძმის ანდერძი და ის ვალდებულებები რომელსაც ძმიშვილზე მეურვეობა აკისრებს, სწორედ აქ იხსნება ლის მძიმე ხასიათის მი...