***

სად ცხოვრობენ ჩვენი განვლილი, ბედნიერი დღეები? აქვთ თუ არა მარადიული მისამართი მოგონებებს, აგრძელებენ ცხოვრებას თვალითუხილავ მარადისობაში? შეიძლება ტკივილი სამუდამოდ გაქრეს? თუ ოდესმე დავბრუნდებით წარსულში და ხელუხლებლად დაგვხვდება ყველაფერი, გავაკეთებთ სწორ არჩევანს? 

ადამიანების არსებობა გრძნობისა და შეგრძნებების მოგონებას ემყარება. ერთი წინადადებით ასე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაზეა კენეტ ლონენგრანის ფილმი “მანჩესტერი ზღვასთან” რომელიც მთავარი პერსონაჟის, ლის მოგონებებით იწყება და მალევე ამ ადამიანის რუტინულ და მომაბეზრებელ ცხოვრებას გვაჩვენებს, სწორედ დასაწყისშივე, პირველი კადრებიდან იკვეთება ლის ხისტი ხასიათი და ინდეფერენტული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, რაც რა თქმა უნდა დაკვირვებული მაყურებლის თვალში ბადებს ეჭვებს, პერსონაჟის შესაძლო მძიმე და დრამატული ცხოვრების შესახებ. 

 და აი ამ წარსულთან აბრუნებს ლის ძმის გარდაცვალება, სადაც ადგილზე ჩასულს ხვდება ძმის ანდერძი და ის ვალდებულებები რომელსაც ძმიშვილზე მეურვეობა აკისრებს, სწორედ აქ იხსნება ლის მძიმე ხასიათის მიზეზები და ფლეშბექებით მაყურებელი ორი ძირითადი ამბის, ორი ისტორიის მომსწრე ხდება, ლის წარსულის და აწმყოსი, წარსულის რომლის დავიწყებაც შეუძლებელია და მომავლის დიდ ნაწილს განსაზღვრავს. 


ქეისი აფლეკი საუკეთესო შესრულებით გვიხატავს, ოჯახური ბედნიერებით კმაყოფილი კაცის სახეს და შემდგომ უკვე ამ ბენიერება წართმეული ადამიანის ემოციურ მდგომარეობას. აქ არ არსებობს კითხვები თუ რატომ, ან როგორ. ლი მარტოა, აზრდაკარგული და ინერციით მცხოვრები, ბედნიერების უფლება წართმეული და სამუდამო ტანჯვისთვის განწირული, რომელსაც ვერასდროს დააღწევს თავს და საიდანაც შვება მხოლოდ მოკლე სიმთვრალეში შეიძლება იპოვო. 


ერთ ადამიანს მეორეთი ვერასოდეს ჩაანაცვლებ. ჩვენს ცხოვრებაში ადამიანები საკუთარი ადგილით და უფლებებით ჩნდებიან. და არსებობენ სახეები, რომლის გარეშე არსებობის გაგრძელება შესაძლებელია, მაგრამ ცხოვრების ნაკლებად. ეს არაფიზიკური სიკვდილის ერთ-ერთი სახეა. მხოლოდ ახალ, მზარდ სიცოცხლეს შეუძლია მეტნაკლებად შთაბეროს სული ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს და აზრი თუ არა მიზანი მაინც შესძინოს სიკვდილამდე მის არსებობას. 

“თუ კი აღმოჩნდებოდი კუნულზე მარტო და გექნებოდა ერთი ადამიანის წაყვანის შანსი, და გეცოდინებოდა, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ამ კუნძულიდან თავის დაღწევის გზა იცის, ჩემსა და მამაშენს შორის ვის წაიყვანდი? 

-მამაჩემს” 

 სულ ესაა.

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე