ისტერიის ფენომენის ფსიქიკური მექანიზმის შესახებ
(ფროიდი და ბრეიერი) ეს არის შესავალი თავი „ წინასწარი კომუნიკაციისა “, რომელიც 1893 წელს გამოიცა . აქ ავტორები აღწერენ კლინიკურ პროცედურებში მიღწეულ წარმატებებს და აყენებენ წინასწარ ჰიპოთეზებს . ისინი ამბობენ , რომ შემთხვევითმა დაკვირვებამ დაანახა მათ ისტერიული სიმპტომების მიზეზი , უფრო სწორედ კი ის მოვლენები , რომლებსაც ადგილი ჰქონდათ რამდენიმე წლით ადრე და რამაც მოახდინა პირველი ინცინდენტის პროვოცირება . უბრალო კლინიკური გამოკვლევა არასაკმარისია იმისათვის , რომ სიმპტომის წარმომავლობა დადგინდეს , რადგან პაციენტს უბრალოდ არ ახსოვს მის შესახებ . უმეტესად , საჭიროა პაციენტი ჰიპნოტურ მდგომარეობაში შევიყვანოთ , რათა მას გაუღვივდეს ის მოგონებები , რომლის დროსაც პირველად გამოუვლინდა სიმპტომები : „ როდესაც ეს მოხდება , შესაძლებელი ხდება დამაჯერებელი და მკვეთრი კავშირის დემონსტრირება “ ( ფროიდი და ბრეიერი 1895). ძალიან ხშირად , ბავშვობაში მომხდარი მოვლენა ახდენს მეტ ‐ ნაკლებად ძლიე...