ალკოჰოლი და ქრისტიანობა
"ორი უდიდესი ევროპული ნარკოტიკი: ალკოჰოლი და ქრისტიანობა."
ფრიდრიხ ნიცშე
ვიღიმი.
პიჯაკს ვიცვამ და სახლში წასასვლელად ვემზადები.
- იქნებ ვინმეს სთხოვოთ დედაჩემს რეანიმაციაში ხაჭო აუტანოს - იგივე ხმა მაფხიზლებს ხელმეორედ.
ვრეკავ რეანიმაციაში.
ხაჭომ დანიშნულების ადგილს მიაღწია.
გარეთ წვიმს.
მე და მარი სახლისკენ მივდივართ.
იმ ადამიანს, "ზეციურმა ცეცხლმა," ასე რომ გაახარა. დედა რეანიმაციაში ყავს, მისთვის აუცილებელია გაუხარდეს ღმერთის არსებობის ყველა, ცრუ თუ ნამდვილი მიზეზი. მისთვის ღმერთი არსებობს, არსებობს მთელი თავისი ბრწყინვალებით და თუ დედა რეანიმაციის საზღვრებს გასცდა და შემდეგ ეტაპზე- არყოფნაში გადაინაცვლა, ამ კაცისთვის მით უფრო მნიშვნელოვანი გახდება აღდგომა და "სასწაულად" მოვლენილი ცეცხლი. და ყოველი წლის აღდგომაზე თვალცრემლიანი დაელოდება "გადარჩენის უტყუარ გარანტიას". მაინც ვერ ვხვდები რა საჭროა ეს ყველაფერი.
ფიქრს ვწყვეტ.
დაღლას ვგრძნობ.
იმ კაცის მშურს, მშურს ყველასი ვისაც დიდი შიში შეუძლია. მჯერა, რამდენადაც დიდია შიში, მით უფრო მეტია დასაკარგი ამქვეყნად და რაც უფრო მეტი გაქვს დასაკარგი, მეტად გწამს უხილავი ძალის არსებობის, რომელიც შენზე უკეთ დაიცავს შენს გამართლებულ ცხოვრებას.
სახლის კარგს ვაღებ.
მარტო ვარ.გათბობა გამორთულა.
შუქი ჩაქრა.
საჭმლის გაკეთება მეზარება. ისევ ფიქრი მირჩევნია. მოკლედ, დამოუკიდებლად ცხოვრების მესამე დღეს ალბათ გარდაცვლილს მნახავდა ვინმე სახლში.
სანახევროდ დაცლილ ღვინის ბოთლს ვიღებ. ვასხამ ჭიქაში.
-გამიმარჯოს- ვჩურჩულებ.
ამ ღამით ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავბრუვდე, რომ შემეშინდეს, რომ ვიწამო, რომ დამავიწყდეს მარტოობისას სიამოვნების განცდა, რომ მეყოს ძალა მონსტრები და მტრები გამოვიგონო.
რადგან ასე უფრო მარტივია ცხოვრება...

Comments
Post a Comment