ისტერიის ფენომენის ფსიქიკური მექანიზმის შესახებ

(ფროიდი და ბრეიერი)
  ეს არის შესავალი თავიწინასწარი კომუნიკაციისა“, რომელიც 1893 წელს გამოიცა. აქ ავტორები აღწერენ კლინიკურ პროცედურებში მიღწეულ წარმატებებს და აყენებენ წინასწარ ჰიპოთეზებს. ისინი ამბობენ, რომ შემთხვევითმა დაკვირვებამ დაანახა მათ ისტერიული სიმპტომების მიზეზი, უფრო სწორედ კი ის მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ რამდენიმე წლით ადრე და რამაც მოახდინა პირველი ინცინდენტის პროვოცირება. უბრალო კლინიკური გამოკვლევა არასაკმარისია იმისათვის, რომ სიმპტომის წარმომავლობა დადგინდეს, რადგან პაციენტს უბრალოდ არ ახსოვს მის შესახებ. უმეტესად, საჭიროა პაციენტი ჰიპნოტურ მდგომარეობაში შევიყვანოთ, რათა მას გაუღვივდეს ის მოგონებები, რომლის დროსაც პირველად გამოუვლინდა სიმპტომები: „ როდესაც ეს მოხდება, შესაძლებელი ხდება დამაჯერებელი და მკვეთრი კავშირის დემონსტრირება“ (ფროიდი და ბრეიერი 1895). ძალიან ხშირად, ბავშვობაში მომხდარი მოვლენა ახდენს მეტნაკლებად ძლიერი პათოლოგიური მანიფესტაციის ინიცირებას, შემდგომ წლებში. მსგავსი დაკვირვებები აჩვენებენ, რომ არსებობს ანალოგია ისტერიის პათოგენეზსა და ტრავმულ ნევროზს შრის. ისტერიული სიმპტომების მიზეზად კი შეიძლება დავასახელოთ ფსიქოლოგიური ტრავმა“. მოგვიანებით, ფსიქიკური ტრავმა და მოგონებები, მის შესახებმოქმედებს, როგორც უცხო სხეული, რომელიც (ადამიანში) შეღწევიდან დიდი ხნის მერე, აგრძელებს მუშაობას“. ბრეიერისა და ფროიდის მიხედვით, ჰოპნოზის შემდეგ სიმპტომების გაქრობა ადასტურებს მათ ჰიპოთეზას. ისინი ასე აღწერენ თავიანთ ახალ თერაპევტულ მეთოდს:
ჩვენდა გასაკვირად აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ცალკე აღებული ისტერიული სიმპტომი ქრებოდა მაშინვე როცა, ჩვენ ამოვატივტივებდით მეხსიერებიდან იმ მოვლენებს, რომელთაც მოახდინეს მისი (ისტერიული სიმპტომების)პროვოცირება და გამოიწვიეს თანმხვედრი ეფექტი და როდესაც პაციენტი დეტალურად აღწერდა მათ, თავის სიტყვებში აფექტის ჩადებით.“
ისინი ამტკიცებენ, რომ პაციენტმა აუცილებლად უნდა გადაიტანოს პირველადი აფექტი, იმისათვის, რომ თერაპიური ეფექტი გამოვლინდეს: „მოგონებებს აფექტის გარეშე, თითქმის არასოდეს არ აქვთ შედეგი“. სწორედ ამ დაკვირვებებმა მიიყვანეს ფროიდი და ბრეიერი ცნობილ დასკვნამდე: „ისტერიით დაავადებულები, ძირითადად იტანჯებიან მოგონებებისგან“. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ენას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდაკათარზისულიეფექტის მიღწევაში, და რომ
პათოგენური მოგონებების წაშლა მოიაზრებდა ემოციურ განტვირთვას.
ენა მოქმედებების შემცვლელია; მისი მეშვეობით აფექტზე რეაგირება უფრო ეფექტურიც კი არის(ანუ ენის მეშვეობით, წარსულ მატრავმირებელ გამოცდილებაზე საუბრით). სხვა შემთხვევებში, უბრალოდ საუბარი წარმოადგენს ადეკვატურ ასახვას; ამის მაგალითია სიტყვებით გამოხატვა, აღწერა საიდუმლოსი, რომელიც გვაწუხებს, ანუ მონანიება. თუ არ არსებობს ასეთი რეაქცია, ან ქმედების სახით, ან სიტყვებით წარმოთქმული (თუ ადამიანი არ გამოხატავს სიტყვებით, ან საქციელით იმას, რაც აწუხებს), მაშინ ყოველი მოგონება ინარჩუნებს აფექტურ ძალას“.
ფროიდმა და ბრეიერმა შეამჩნიეს, რომ პაციენტის მეხსიერებაში არ იყო შემორჩენილი ორიგინალური მოვლენების კვალიც კი და რომ უმეტესწილად ეს მოგონებები განიდევნებოდნენ პაციენტის ცნობიერებიდან. ისტერიის ფენომენი არის გახლეჩილი ცნობიერებისშედეგი. მოკლედ რომ ვთქვათ, ისტერიული სიმპტომები არიან მძიმე ტრავმის შედეგები, ისეთების, რომლებიც გვხვდება ტრავმატული ნევროზებისას, ან ხანგრძლივი სუპრესიისას.
მათ მიჰყავთ დასასრულამდე იდეის მოქმედი ძალა, რომელზეც რეაგირება არ მომხდარა პირველივე ინსტანციაზე, რამაც საშალება მისცა აფექტს ეპოვა გამოსავალი (გზა) მეტყველების მეშვეობით; ასოციაციური კორექცია მიმართავს მას ნორმალური ცნობიერებისათვის წარსადგენად (ჰიპნოზის მეშვეობით), ან შლის მას ექიმის შთაგონების შედეგად, ისე როგორც ხდება სომნამბულიზმისას.

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები