მისი ცხოვრება გზად გაიფენს მარტოობით სავსე სტრიქონებს....
იუჯინი 1 დასაძინებლად მარტო დარჩა დარაბებით დახშულ ოთახში, რომელშიც სხივი მაინც აღწევდა და რაფაზე, იატაკზე გადადიოდა; თვითონ კი იყო საიმედოდ გამოკეტილი სევდაში და მარტოობაში. თავის ცხოვრებას გადაავლო თვალი – უღრან ტყეს, და იგრძნო: მუდამ სევდიანი იქნება ასე გამომწყვდეული მრგვალ, პაწია თავისქალაში, დატყვევებული მფეთქავსა და იდუმალ გულში; მისი ცხოვრება გზად გაიფენს მარტოობით სავსე სტრიქონებს. დაკარგულია. და იგრძნო, რომ ერთმანეთისთვის უცხო არის მუდამ – ორი ადამიანი, რომ ეს ორნი ვერასოდეს ვერ ახერხებენ სიახლოვეს ერთმანეთისას; რომ დედების ბნელ საშოებში ჩაკეტილები ისე მოვდივართ, დედის სახეც კი არ გვინახავს; და მივენდობით უცხო მკლავებს და არსე...