მი­სი ცხოვ­რე­ბა გზად გა­ი­ფენს მარ­ტო­ო­ბით სავ­სე სტრი­ქო­ნებს....

                                                    იუჯ­ი­ნი 1

და­სა­ძი­ნებ­ლად
მარ­ტო დარ­ჩა და­რა­ბე­ბით დახ­შულ ოთ­ახ­ში,
რო­მელ­შიც სხი­ვი მა­ინც აღ­წევ­და
და რა­ფა­ზე, იატ­აკ­ზე გა­და­დი­ო­და;
თვი­თონ კი იყო სა­ი­მე­დოდ გა­მო­კე­ტი­ლი
სევ­და­ში და მარ­ტო­ო­ბა­ში.
თა­ვის ცხოვ­რე­ბას გა­და­ავ­ლო თვა­ლი – უღ­რან ტყეს,
და იგრ­ძ­ნო: მუ­დამ სევ­დი­ა­ნი იქ­ნე­ბა ასე
გა­მომ­წყ­ვ­დე­უ­ლი მრგვალ, პა­წია თა­ვის­ქა­ლა­ში,
დატყ­ვე­ვე­ბუ­ლი მფეთ­ქავ­სა და იდ­უ­მალ გულ­ში;
მი­სი ცხოვ­რე­ბა გზად გა­ი­ფენს
მარ­ტო­ო­ბით სავ­სე სტრი­ქო­ნებს.
და­კარ­გუ­ლია.
და იგრ­ძ­ნო, რომ ერთ­მა­ნე­თის­თ­ვის
უც­ხო არ­ის მუ­დამ – ორი ად­ა­მი­ა­ნი,
რომ ეს ორ­ნი ვე­რა­სო­დეს ვერ ახ­ერ­ხე­ბენ
სი­ახ­ლო­ვეს ერთ­მა­ნე­თი­სას;
რომ დე­დე­ბის ბნელ სა­შო­ებ­ში ჩა­კე­ტი­ლე­ბი
ისე მოვ­დი­ვართ, დე­დის სა­ხეც კი არ გვი­ნა­ხავს;
და მი­ვენ­დო­ბით უც­ხო მკლა­ვებს
და არ­სე­ბო­ბის სა­ტუ­სა­ღო გვებღა­უ­ჭე­ბა;
და არ­ა­სო­დეს ვცდი­ლობთ მის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას
და სულ ერ­თია ვი­სი მკლა­ვე­ბი გვეხ­ვე­ვა,
ვი­სი ბა­გე გვკოც­ნის,
ვი­სი გუ­ლი გვათ­ბობს… არ­ას­დ­როს,
არ­ა­სო­დეს აღ­არ ვცდი­ლობთ თა­ვის დაღ­წე­ვას.
                                                    
ცეკ­ვა

ნე­ლა ცეკ­ვავ­დ­ნენ
იქ, სა­ღა­მოს ნაც­რის­ფერ შუქ­ში,ერთ­დ­რო­უ­ლად რომ მტკივ­ნე­უ­ლიც იყო, ლა­მა­ზიც,
რო­გორც სი­ნათ­ლე – წყლის სიღ­რ­მე­ში გა­ზა­ვე­ბუ­ლი,
რო­მელ­საც მკერ­დით მი­ა­პობ­და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა,
რო­გორც ტრი­ტო­ნი, დევ­ნი­ლი და გა­და­კარ­გუ­ლი.

ცეკ­ვის დროს,
ქა­ლი, სა­სურ­ვე­ლი თუმ­ცა არ იყო,
მთე­ლი სხე­უ­ლით მი­ეკ­რა და
რა­ღა­ცას ნა­ზად ჩას­ჩურ­ჩუ­ლებ­და,
თხელ თი­თებ­ში
ეჭ­ი­რა მი­სი მხურ­ვა­ლე ხე­ლი.
და ქა­ლი, თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლი არ იყო მის­თ­ვის,
მორ­კა­ლულ მკლავ­ზე თავ­თა­ვი­ვით გა­და­ი­ხა­რა,
რო­გორც მა­ლა­მო, გა­მოწ­ვ­დი­ლი -
უამ­რა­ვი სა­ხე­ე­ბი­დან და­კარ­გუ­ლი, ძვირ­ფა­სი სა­ხის ამ­ო­საშ­ლე­ლად,
გა­სა­ყუ­ჩებ­ლად ტკი­ვი­ლი­სა, რო­მელ­საც ერქ­ვა -
ერ­თა­დერ­თი ქა­ლის სა­ხე­ლი.
და მშვე­ნი­ე­რი, მო­ლივ­ლი­ვე სი­ლუ­ე­ტე­ბი
ცდი­ლობ­დ­ნენ მის­თ­ვის მო­ე­ტა­ნათ სიმ­შ­ვი­დე და თავ­და­ვიწყე­ბა,
მაგ­რამ მბრწყი­ნა­ვი აჩრ­დი­ლე­ბიც
ტკი­ვი­ლი­სა, სი­ა­მა­ყის და სიკ­ვ­დი­ლი­სა -
ავი ღი­მი­ლით ტრი­ა­ლებ­დ­ნენ,
კა­ცის ტან­ჯ­ვას აელ­ვა­რებ­დ­ნენ.
მან ის და­კარ­გა, რად­გან ქვეყ­ნად ხე­ტი­ა­ლი­სას
ყო­ველ­გ­ვა­რი მო­ნა­პო­ვა­რი და­ნა­კარ­გის და­საწყი­სია;
შეხ­ვედ­რა უკ­ვე გან­შო­რე­ბაა;
მო­ლივ­ლი­ვე აჩრ­დი­ლე­ბიც თავს უქ­ნე­ვენ, ეთ­ან­ხ­მე­ბი­ან
მწუ­ხა­რე ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბიც, ვნე­ბის გა­რე­შე
მაღ­ლა, ცა­ში გა­მო­კი­დულ­ნი.



თომას ვულფი

ინგ­ლი­სუ­რი­დან თარ­გ­მ­ნა ლე­ლა სამ­ნი­აშ­ვილ­მა

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები