როდესაც კარს ვხურავთ.
პირველი იმედგაცრუება (სტანდარტული, არატრავმირებული ბავშვობის შემთხვევაში) ალბათ მაშინ ჩნდება, როცა აღმოაჩენ, რომ დიდი ხარ და შესაბამისად დამოუკიდებლად უნდა გააგრძელო ცხოვრება. დამოუკიდებლად ცხოვრება პირველ რიგში გადაწყვეტილებების მიღებას და ამ გადაწყვეტილებების მკაცრ თუ წარმატებულ შედეგზე პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს. ჩნდება პრობლემებიც. გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი. რას აკეთებ დღეს და რა უნდა გაკეთო ხვალ?...მკაცრი გათვლები თითოეული დღის, წუთის, წამის. დანარჩენი არავის ადარდებს. დანარჩენი უკვე ბავშვობაა. ოცნებებისგან დაცარიელებული ოთახი. ნაცნობების, მეგობრების და ახლობლების მიერ განხორციელებული ათასი აქტივობა, ოღონდ სოციალურ ქსელში. ქუჩაში ისევ პასიურობა, ტანში დაღლილობისგან სისუსტე და ფსიქიკაში მხოლოდ ნაცრისფერი ფერები. ნებისმიერი მცდელობა დღე გააფერადო - ინფანტილიზმია. ხალხი არა, ხალხი არაფერშუაშია, თავად ვერ ვპატიობთ საკუთარ თავს. მერე იწყება სისტემატიზირებული ბოდვები, დევნის მანია. ფროიდის შესახებ გვსმენია, ფსიქოლოგიც ბევრია, თუმცა კულტურა არ არის. უკანასკნ...