სტაბილურობა შექსპირის სანაცვლოდ.
"მე ყოველთვის მაკვირვებდა "მშვენიერ ახალ სამყაროში" ოლდოს ჰაქსლის მიერ წინასწარმეტყველების სიზუსტე (...) ოლდოს ჰაქსლი გასული საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნეა".
მიშელ უელბეკი
"ელემენტარული ნაწილაკები"
გადასახლებიდან გამოქცეული ანარქისტი პეტრე კროპოტკინი მდინარე ამურს ღამღამობით ნავით მიუყვებოდა. სიბნელეში მგზავრობისას იმის გასარკვევად, იყო თუ არა ახლომახლო დასახლებული პუნქტი იგი ძაღლივით ყეფდა.
ასე ხდება, სტაბილურობის განცდისთვის და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ზოგჯერ ადამიანებს ძაღლივით ყეფა გვიწევს. სადღაც გავრბივართ, ზოგიერთები დროსაც უსწრებენ და უცვლელ ფასეულობებს და ღირებულებათა მყარ სისტემას ქმნიან.
ჩვენ ვიცით რამ უნდა აღგვაფრთოვანოს - შექსპირმა
ჩვენ ვიცით რას გადავცეთ აპლოდისმენტები - გემოვნებიან მუსიკას.
ვიცით რა გვანიჭებს ბედნიერებას - ფიქრი სიყვარულზე და ერთგულებაზე.
ჩვენ ვიცით, რომ "ყოველი ტანჯვა სასარგებლოა"
თუმცა, ადამიანი ამბივალენტურობისკენ მიდრეკილი არსებაა. მას შეუძლია წვიმაში სიარული მოეწონოს და სიამოვნებით იაროს მიუვალ ადგილებში მძაფრი შეგრძნებების მისაღებად, მაგრამ ამავე დროს აუცილებლად იზრუნებს საკუთარ უსაფრთხოებაზე, სტაბილურობაზე, სიცოცხლის შენარჩუნებაზე ბოლოსდაბოლოს. მაქსიმალური თავდავიწყება უგუნურებაა გრძნობები და დაუსრულებელი ვნებათაღელვა დამღუპველი. ეს დედამიწაა, ჩვენ ყველას გვხიბლავს სიკვდილთან თამაში და თავად სიკვდილი გვაშინებს. სადღად ქაოსსა და სტაბილურობას შორის ვიკარგებით. ჩვენ დიდმა ამბიციებმა ორი მსოფლიო ომი გამოგვაცდევინა და ამის შემდეგ სტაბილურობას ვანიჭებთ უპირატესობას. ვებღაუჭებით "საყოველთაო ბედნიერებას".
...................................................................
1999 წელს პარიზულმა გაზეთმა "მონდიმ" გამოაქვეყნა საუკუნის 100 წიგნის სია, მათ შორისაა ოლდოს ჰაქსლის "საოცარი ახალი სამყარო". წიგნი, რომელიც თავისი დისტოპიური შინაარსით კარგად გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიქტატურამ ბოროტად გამოიყენოს ადამიანთა დაუოკებელი სწრაფვა სტაბილურობისკენ. წიგნი ფაქტობრივად მეცნიერული გზით პიროვნების ნგრევის სრულ სურათს ხატავს და პროგრესის არასწორი გააზრების სავალალო შედეგზე მიგვითითებს.
ადგილი, სადაც ყველა ადამიანი მისთვის გასაზღვრული სოციალური ხვედრით იქმნება, სადაც შექსპირი და საერთოდ, ყველანაირი კლასიკური ლიტერატურა სტაბილურობას და მოჩვენებით კმაყოფილებას ეწირება. შემთხვევითი არ არის, რომ ჰაქსლის რომანი პირველად 1932 წელს, დიდი სოციალურ-პოლიტიკური და ზნეობრვ-ეთიკური რევოლუციების პრეიოდში გამოიცა. წლები, როდესაც ადამიანის ინდივიდუალიზმი ტოტალიტარულმა მმართველობამ პრაქტიკულად შთანთქა. ჰაქსლი ბრედბერამდე და ორუელამდე უფრო ადრე იაზრებს რას გვიმზადებს დევიზი: "ერთობა, ერთგვაროვნება, სტაბილურობა".
"ურიკის მავთულის ბადისაგან მოწნული ოთხ-ოთხი თარო რვა თვის ბავშვებით იყო დატვირთული. ბავშვები გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს (აშკარად ბოკანოვსკის ჯგუფი იყო), და ყველა ხაკისფერში იყო გამოწყობილი (ხაკისფერი - „დელტა“ კასტის სიმბოლო)."
რომანში შეუძლებელია პერსონაჟთა ფსიქოტიპის დანახვა, რის გამოც თავის დროზე ავტორი გააკრიტიკეს კიდეც. თუმცა, ჰაქსლის მიზანი იყო დაენახებინა საკუთარი პირადი მიმართება დიქტატურის მიერ შექმნილი ადამიანისადმი და ამგვარი მიდგომა, (მიუხედავად დისტოპიური შინაარსისა) რეალიზმის ელფერს სძენს ტექსტს. ჰაქსლი რა თქმა უნდა უიმედოდ არ ტოვებს მკითხველს და შემთხვევით ბუნებრივი გზით დაბადებული, შექსპირის მოტრფიალე პერსონაჟის - ჯონის სახით თითქოს იმედს უსახავს ადამიანებს. ჯონი არ იღებს "საოცარ ახალ სამყაროს", უფრო მეტიც მას სულაც არ ეჩვენება ის საოცრად, იგი უარს ამბობს "ბედნიერების ტაბლეტ" სომაზეც.
"ო, საოცარი ახალი სამყარო“... ჯონის მზაკვარ მეხსიერებაში მირანდას სიტყვები ამოტივტივდა.
„ო, საოცრებავ, ერთად ვხედავ ამდენ ლამაზ არსს, რა მომხიბლავი არის თურმე ადამიანი“! ( შექსპირი, „ქარიშხალი“, მოქმედება V, სურათი I)"
"მე ვითხოვ ჩემს უფლებას, ვიყო უბედური."
საინტერესოა "სომას" სიმბოლური დატვირთვაც, ამის ახსნას თავად ნაწარმოებში ვპოულობთ, პირველი მაკონტროლებლის მუსტაფა მონდისგან:
"ქრისტიანობა ცრემლების გარეშე - აი, ეს არის სომა."
"საოცარი ახალი სამყარო" - წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოს ჩვენი მშობლების თაობამ. განსაკუთრებით მათ, ვინც "ძველ ცხოვრებას" და დეინდივიდუალიზაციას გაგიჟებით ეტრფის. ჰაქლის რომანი საუკეთესო საშუალებაა საკუთარი ტანჯვების და გამოუვალი მდგომარეობების დასაფსებლად. ჩვენ უნდა შევუნარჩუნოთ ცხოვრებას მრავალმნიშვნელოვნება, უნდა შევძლოთ და ვაღიაროთ, რომ არსებობს სიტუაციები, როცა ძაღლივით ყეფა გვიწევს თავის გადასარჩენად. უნდა შევძლოთ და მოვითხოვოთ უბედურების უფლება.
"საოცარი ახალი სამყარო" ეხმიანება თანამედროვეობასაც და შესაძლოა თანამედროვე ფსევდოღირებულებების საწინააღმდეგო ტექსტადაც ჩაითვალოს. ერთი შეხედვით პროგრესულ საზოგადოებაში მაინც აქტუალურად რჩება ჯონის გულისტკივილი და განსხვავებულად ყოფნის მწარე ხვედრიც. ოლდოს ჰაქსლიმ კი ადამიანური სისასტიკის და წართმეული ინდივიდუალიზმის გამო წუხილი ერთ წინადადებაში გამოხატა; "თუ სხვებისნაირი არ ხარ, მარტოობისთვის ხარ განწრული. ყველას ეზიზღები."

Comments
Post a Comment