ცოტა რამ ქალურ ცხოვრებაზე.
" ქალი არსებულის მსახურია და არა წარმოდგენილისა " ოთარ ჭილაძე "ყოველმან ჩემმან მპოვნელმან" დღეს 8 მარტია, ქალთა დღე. ამ დღეს როგორც წესი ბევრი ყვავილი იყიდება, ქალები ერთმანეთს ულოცავენ, მამაკაცები საჩუქებზე ზრუნავენ. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ეს ყველაფერი სოციალისტურია და ამიტომ არ ღირს დიდი აჟიოტაჟი, სხვები კი უბრალოდ საჩუქრებს ელიან. ამ ყველაფრის პარალელურად რამდენიმე საათის წინ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ გამოაქვეყნა "სგანგაშო" წერილი , სადაც ტაქსის მძღოლებს ეგზიბიციონიზმში სდებს ბრალს და ამაზე სახელმწიფოსგან სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. (ისე, ჩვენს ქვეყანაში სექსუალური შევიწროვება მართლა არ ისჯება). ქალურ ამბებზე და სექსუალურ შევიწროვებაზე კი შეუძლებელია არ გაგახსენდეს პოლ ვერჰოვენის ახლახანს (2016წელს) გადაღებული შესანიშნავი ფილმი " ის ქალი ". ვფიქრობ, ვერჰოვენიმ ამ ფილმით ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქალის სახე შექმნა და ალბათ ეს სახე დიდხანს შეძლებს გენდერული თანასწორობის საკითხებით დაინტერესებული ადამიანების სახელმძღვა...