Posts

Showing posts from February, 2015

შემოდგომის სონატა

Image
   ალბერ კამიუ წერდა -   " მსოფლიოში რომ ყველაფერი ცხადი იყოს ჩვენთვის , მაშინ ხელოვნებაც არ იარსებებდა ." - ეს გამონათქვამი მიგვანიშნებს , რომ ხელოვნებას შეუძლია ადამიანის მრავალ კითხვას პასუხი გასცეს . მართლაც , ჩვენი ხელოვნებით დაინტერესების ერთ - ერთი მიზანი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენის თუ საიდუმლოს ცხადად დანახვაა . ხელოვნებას უფრო მეტი ძალა აქვს , ის ფლობს მაგიურ , ამოუხსნელ ენერგიას შეავსოს და ამოწუროს თემები , რომელსაც მეცნიერება ვერ სრულყოფს . ხელოვნების ამგვარ თვალსაჩინო მაგალითად შეიძლება დავასახელოთ კინო .      ჩემს ფილოსოფიას აღარ გავაგრძელებ , უბრალოდ დღეს მთელი დღე წვიმს , მე კი აღმოვაჩინე , რომ მაინცდამაინც ბევრი საქმე არ მაქვს ( ასეც ხდება ხოლმე ) და გადავწყვიტე კიდევ ერთხელ მენახა ირგმან ბერგმანის შემოქმედება . აქვე დავამატებ იმასაც , რომ   ბერგმანი ყოველთვის ფსიქოლოგი მეგონა . უფრო სწორედ - " კინოფსიქოლოგი" , ან  " კინომატოგრაფიის ფროიდ...