Posts

Showing posts from May, 2015

მამაკაცი და ქალი ძველინდური ცივილიზაციის ისტორიაში

Image
 სექსი - სიტყვა, რომელიც თანაბრად საინტერესოა ყველასთვის. ამ თემაზე საუბრობენ, კამათობენ, შეისწავლიან, უფრთხიან, ზოგიერთნი ოცნებობენ. :)  ქალი და მამაკაცი, გენდერი - არანაკლებ აქტუალური თემები, მეტად საჭირო განხილვებით. მეცნიერულად ეს თემა ფროიდმა და იუნგმა ამოწურეს, თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ სხვადასხვა ცივილიზაციაში ზემოთხსენებული საკითხების არსებობით და მათი იმანენტური შეფასებით.  ეს არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივად სრულ წარმოდგენას გვიქმნის ცივილიზაციაში პიროვნული და საზოგადოებრივი შეგნების ფორმის და ყოფაქცევის ნორმათა შესახებ და გვიადვილებს მოცემულ საკითხთან დაკავშრებით უკვე დღეს შექმნილი პრობლემების იდენტიფიცირებას. დავიწყოთ ინდური ცივილიზაციით. ) ინდუიზმში სექსთან დამოკდებულება სრული თავდავიწყებიდან ასკეტურ უარყოფამდე მონაცვლეობდა. ამასთან ასკეტიზმი და ვნება აღიქმებოდა არა ურთიერთსაწინააღმდეგოდ, არამედ - ენერგიის ფორმებად. ინდოელთა ღმერთების სექსუალური ცხოვრება, თუკი საკითხს ისტორიულად შევაფასებთ, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება...

აკონტროლეთ აგრესია, ვიდრე თავად დაიწყებს თქვენს კონტროლს

Image
  აღშფოთება (გაბრაზება) ნორმალური, ჯანსაღი ადამიანის რეაქციაა, მაგრამ როდესაც ის კონტროლს აღარ  ექვემდებარება და ხდება უმართავი, მაშინ შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას ადამიანს. უკონტროლო ბრაზი ქმნის პრობლემას პირად და სოციალურ ურთიერთობებში, ხელს გვიშლის თვითრეალიზაციაში და ცხოვრებას მეტად არაპროგნოზირებადს ხდის.   ფსიქოლოგები ბრაზს შემდეგნაირად განმარტავენ - ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ვარირებს მსუბუქ გაღიზიანებასა და მძაფრ აღშფოთებას შორის. ფსიქოლოგიის დოქტორი ჩარლზ სპლბერგერი (1927-2013 ),  რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა შფოთვას ამბობს, რომ გაღიზიანებას თან ახლავს ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. როდესაც თქვენ გაბრაზებული ხართ თქვენი გულიცემა ხშირდება, წნევა იწევს და ა.შ. გაბრაზება შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი ასევე გარე მოვლენებით. თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ კონკრეტულ პრზე (თანამშრომელი, უფროსი) ან რომელიმე ცხოვრებისეულ მოვლენაზე (საცობი, ფრენის გადადება).  თქვენი გაბრაზება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვული მოგონებ...

ფსიქოთრაპიული ზემოქმედების ძირითადი ფაქტორები არტ-თერაპიაში

დროებით შეზღუდულია!