აკონტროლეთ აგრესია, ვიდრე თავად დაიწყებს თქვენს კონტროლს

  აღშფოთება (გაბრაზება) ნორმალური, ჯანსაღი ადამიანის რეაქციაა, მაგრამ როდესაც ის კონტროლს აღარ  ექვემდებარება და ხდება უმართავი, მაშინ შეუძლია დიდი პრობლემები შეუქმნას ადამიანს. უკონტროლო ბრაზი ქმნის პრობლემას პირად და სოციალურ ურთიერთობებში, ხელს გვიშლის თვითრეალიზაციაში და ცხოვრებას მეტად არაპროგნოზირებადს ხდის.
  ფსიქოლოგები ბრაზს შემდეგნაირად განმარტავენ - ეს არის ემოციური მდგომარეობა, რომელიც ვარირებს მსუბუქ გაღიზიანებასა და მძაფრ აღშფოთებას შორის. ფსიქოლოგიის დოქტორი ჩარლზ სპლბერგერი (1927-2013), რომელიც წლების განმავლობაში იკვლევდა შფოთვას ამბობს, რომ გაღიზიანებას თან ახლავს ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური ცვლილებები. როდესაც თქვენ გაბრაზებული ხართ თქვენი გულიცემა ხშირდება, წნევა იწევს და ა.შ. გაბრაზება შესაძლებელია გამოწვეული იყოს როგორც შინაგანი ასევე გარე მოვლენებით. თქვენ შეიძლება გაბრაზდეთ კონკრეტულ პრზე (თანამშრომელი, უფროსი) ან რომელიმე ცხოვრებისეულ მოვლენაზე (საცობი, ფრენის გადადება).  თქვენი გაბრაზება ასევე შეიძლება გამოწვეული იყოს ტრამვული მოგონებებით.
 რაც შეეხება აგრესიის ექსპრესიას (აგრესიის გამოხატვის ფორმებს), აქ შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ვარიანტი. სიბრაზე, როგორც უკვე ვთქვით, არის ნორმალური, ადაპტური საპასუხო რეაქცია მოსალოდნელ საფრთხეზე, მას თავდაცვითი ფუქნცია აქვს, რაც გვაძლევს საბაბს ვისაუბროთ აგრესიული საპასუხო რეაქციის ინსტიქტურ საფუძველზე. თუმცა მეორე მხრივ მნიშვნელოვანია ადამიანმა თავიდანვე შეიგნოს, რომ შეუძლებელია თავის დაცვა ყველა ობიექტისგან, რომელიც გვაღიზიანებს. ნებისმიერი ინდივიდისთვის აუცილებელია იმის ცოდნა, რომ არსებობს სოციალური ნორმები და საზოგადოების საერთო აზრი იმის შესახებ, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ჩვენი აგრესია.

 ადამიანები იყენებენ სხვადასხვა ცნობიერ თუ ქვეცნობიერ პროცესებს ბრაზთან გასამკლავებლად. ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია (APA) გვთავაზობს სამ გზას ბრაზის დასარეგულირებლად:
1. ჩვენი უარყოფითი ემოციები და უკმაყოფილება გამოვხატოთ დაჟინებული მოთხოვნით, მაგრამ არა აგრესიულად. ამისათვის საჭიროა ვისწავლოდ ზუსტად, სწორად და მკაფიოდ განვმარტოთ რა გვსურს. რაიმეს მოთხოვნა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ უზრდელი და უტიფარი ხართ. ეს ნიშნავს, რომ თქვენ პატივს სცემთ საკუთარ თავსაც და სხვებსაც.
2. შევწყვიტოთ ფიქრი აღშფოთების მიზეზებზე და ფოკუსირება გავაკეთოთ დადებითზე. ამ მეთოდის მიზანია შეზღუდოს თქვენი აგრესია და გარდაქმნას იგი უფრო კონსტრუქციულ ქცევად.
3. მესამე მეთოდია გადამისამართება ანუ აგრესიის და ბრაზის მიმართვა სოციალურად და პიროვნულად ფასეული აქტივობისკენ. (ეს იდეა ფროიდის არის. იგივე თავდაცვითი მექანიზმია და ბრაზზე მნიშვნელოვან უარყოფით ემოციებზეც შეგიძლიათ გამოიყენოთ)
 მნიშვნელოვანია შევეხოთ უემოციო, გამოუხატავ სიბრაზეს (unexpressed anger). ეს საკმაოდ საშიშია ადამიანისთვის და იწვევს იმგვარ უარყოფით მოვლენებს, როგორიცაა სიბრაზის მოულოდნელი, სადისტური, პათოლოგიური გამოვლენა. ასეთი ადამიანები როგორც წესი ცინიკურები და კრიტიკულები არიან. მიუხედავად მათი სიმშვიდისა საზოგადოება მათ აღიქვამთ როგორც მტრულს და საშიშს, ამიტომ მათ ნაკლები სოციალური ურთიერთობები აქვთ. ამის მიზეზი კი ფსიქოლოგთა ნაწილის აზრით სწორედ ისაა, რომ მათ არასდროს უსწავლიათ კონსტრუქციული ქცევა.



გაგრძელება იქნება!

Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები