მამაკაცი და ქალი ძველინდური ცივილიზაციის ისტორიაში

 სექსი - სიტყვა, რომელიც თანაბრად საინტერესოა ყველასთვის. ამ თემაზე საუბრობენ, კამათობენ, შეისწავლიან, უფრთხიან, ზოგიერთნი ოცნებობენ. :)  ქალი და მამაკაცი, გენდერი - არანაკლებ აქტუალური თემები, მეტად საჭირო განხილვებით. მეცნიერულად ეს თემა ფროიდმა და იუნგმა ამოწურეს, თუმცა, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია დავინტერესდეთ სხვადასხვა ცივილიზაციაში ზემოთხსენებული საკითხების არსებობით და მათი იმანენტური შეფასებით.  ეს არის საკითხები, რომლებიც ფაქტობრივად სრულ წარმოდგენას გვიქმნის ცივილიზაციაში პიროვნული და საზოგადოებრივი შეგნების ფორმის და ყოფაქცევის ნორმათა შესახებ და გვიადვილებს მოცემულ საკითხთან დაკავშრებით უკვე დღეს შექმნილი პრობლემების იდენტიფიცირებას.

დავიწყოთ ინდური ცივილიზაციით. )

ინდუიზმში სექსთან დამოკდებულება სრული თავდავიწყებიდან ასკეტურ უარყოფამდე მონაცვლეობდა. ამასთან ასკეტიზმი და ვნება აღიქმებოდა არა ურთიერთსაწინააღმდეგოდ, არამედ - ენერგიის ფორმებად. ინდოელთა ღმერთების სექსუალური ცხოვრება, თუკი საკითხს ისტორიულად შევაფასებთ, საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. რთული სიმბოლიკით გამოირჩევა თაყვანისცემა ფალოსისა და იონისადმი. მნიშვნელოვანია ქორწინების ცერემონია, ეს ცერემონია კი არა თითქმის მსხვერპლშეწირვა იყო. უძველეს დროში ქმარი ცოლზე სამჯერ უფროსი უნდა ყოფილიყო. ქალებისთვის იკრძალებოდა განმეორებითი ქორწინება, ქალი ვალდებული იყო მარადიულად ქმრის ერთგული ყოფილიყო. მინიმალური ყურადღება ექცეოდა ქალის სექსუალურ დაკმაყოფილებას. ოჯახის შესაქმნელად გამოიყენებოდა მაგია. სასიყვარულო ჯადო. ინდოელების რწმენით კაცმა თავად შექმნა თანამგზავრი - ცოლი, რის შემდეგაც სამყაროში გაჩნდნენ ადამიანები.

ოჯახში დედა მიიჩნეოდა "ყველაზე დიდ გურუდ" ("ღირსეული", "მოძღვარი"). იმ დროისთვის შესაძლებელი იყო გოგონათა გაჩუქება, ასევე მამების გადასარჩენად მსხვეპრლშეწირვა. 

ინდოეთში არსებობდნენ ქალები რომლებიც "საკუთარი სილამაზის ხარჯზე" ცხოვრობდნენ, მათ "სიამოვნების ასულებს" ეძახდნენ. მნიშვნელოვანია ისიც რომ არსებობდნენ სატაძრო მეძავებიც.

სახელგანთქმული კამასუტრა (ტრაქტატი სიყვარულზე) მე-3 ან მე-4 საუკუნეში გაჩნდა, რომლის ავტორობასაც მიაწერენ მოძღვარს - ბრამინს სახელად - ვატსიანას. კამასუტრამ დიდი გავლენა იქონია სკულპტურის, ფერწერის, ლიტერატურის, მთელი საზოგადოების განვითარებაზე. 




Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები