Posts

Showing posts from July, 2015

Haben oder Sein

Image
"maladie de siucle" - ასე უწოდა ერიხ ფრომმა ადამიანთა სევდას და დაუძლეველ მოწყენილობას. უცნაურია, როცა ირგვლივ პროგრესია, ცხოვრებასთან დისჰარმონია და უიმედო მოცემულობა კი არ იცვლება.  ყოველთვის მეგონა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ჩვენს დროში მყარი ურთიერთობების დეფიციტის მიზეზი ფლობის სურვილია. ფრომი ამბობდა, რომ  ბედნიერება დასწავლადია, დიდ მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავთან. კაცობრიობა სადღაც შეცდა, როცა მესაკუთრეობა ინსტიქტად აქცია და საკუთარ თავს აუკრძალა გაცემით კმაყოფილება სანაცვლოდ მოგების გარეშე. რა თამა უნდა ამას არავინ აღიარებს, თუმცა საუკუნეებია ეს უცვლელი ფორმულა მართავს დედამიწას. ურთიერთობა ბიზნესი არ არის. ის წყება და მთავრდება, ზოგჯერ ტრაგედიადაც იქცევა, მაგრამ მოგებას მისგან არ უნდა ელოდე. ამ ყველაფრის ცოდნა თითქოს საკმარისზე მეტია ბედნიერად ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს ყველაზე ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც შეუძლია საკუთარ თავთან გაუცხოვების კედელი დაანგრიოს, თანაც ისე, რომ ნგრევის პროცესი დაუვიწყარ მოგონებად აქციოს შენთვის. რთულად წერას ვერაფრით გადავეჩვიე. ვისთვის...

სკაფანდრი და პეპელა - ფრაგმენტები მარტოობიდან

Image
"რაც უფრო უახლოვდებით ჭეშმარიტებას, მით უფრო იზრდება თქვენი მარტოობა. დიდებული შენობაა, თუმცა უკაცრიელი. ცარიელ დარბაზებში დააბიჯებთ, ნაბიჯების ხმა ექოდ გიბრუნდებათ. ჰაერი გამჭვირვალეა და უძრავი; საგნები გაქვავებულებს ჰგვანან. დროდადრო ტირილს იწყებთ, იმდენად ულმობლად წმინდა და თვალისმომჭრელია ის, რასაც ხედავთ. უკან, არცოდნის ნისლში, დაბრუნება გსურთ, მაგრამ გულის სიღრმეში იცით, რომ უკვე გვიანია. განაგრძეთ. ნუ შეგეშინდებათ. ყველაზე ცუდი უკან დაგრჩათ. რა თქმა უნდა, ცხოვრება კიდევ დაგანგრევთ, მაგრამ მასთან აღარაფერი გესაქმებათ. გახსოვდეთ: თქვენ ახლა მარადისობის პირისპირ იმყოფებით." მიშელ უელბეკი I საოცარი გამოგონებაა საცხოვრებელი კორპუსი, გამუდმებით მეზობლების მოძრაობა გესმის. თავიდან ოდნავ ღიზიანდები ამ მოძრავი ხმაურით, მერე ეჩვევი და დროსთან ერთად შენი ემოციები ორმნიშვნელოვანი ხდება. თანდათან გსიამოვნებს იმის შეგრძნება, რომ შენ შეგიძლია მარტოობა მრავალი ადამიანით "აღჭურვილ" დიდ შენობაში. II მერე, საღამოს სახლიდან თუ გამოხვალ და უცნაურ გარეუბნებს დააკვირ...

ჩვენი დროის თანატოსები

Image
  ფროიდი ამბობდა, რომ ადამიანს ორი ინსტიქტი წარმართავს - ეროსი და თანატოსი (სიკვდილი და სიცოცხლე) . მისი აზრით აგრესიულობის მიზეზი სიკვდილი ინსტიქტში უნდა ვეძიოთ.   მოგვიანებით, სოციობიოლოგებმა აგრესია ახსნეს ევოლუციური თეორიის პოზიციებიდან და დაასკვნეს, რომ აგრესია ეხმარება ყველა ცოცხალ ორგანიზმს სასურველი მიზნის მიღწევაში.  მეცნიერების ინტერესი აგრესიის მიმართ რა თქმა უნდა ამით არ ამოწურულა, მაგრამ, ჩემი აზრით ეს ორი თეორია საკმარისია "ქართველ თანატოსებზე" საუბრისთვის.   როგორც ჩემმა მრავალმხრივმა დაკვირვებებმა აჩვენა, ჩვენს ქვეყანაში, მოსახლეობის უმრავლესობაში, განსაკუთრებით კი  მდედრობითი სქესის ახალგაზრდებში აგრესია ერთადერთი უალტერნატივო გზაა სასურველი მიზნის მიღწევისთვის. არ ვიცი დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ გოგონა, რომელიც გამუდმებით ცდილობს "დაჩრდილოს", დაჩაგროს, ან უბრალოდ რაიმე გზით გააღიზიანოს სხვა ( ხშირ შემთხვევაში აგრესია აგრესორის ფრუსტრაციის შედეგია და ადრესატი შემთხვევითობის პრინციპითაა შერჩეული) და ამით მიაღწიოს თუნდაც მცირედი ყურადღების მ...