Haben oder Sein

"maladie de siucle" - ასე უწოდა ერიხ ფრომმა ადამიანთა სევდას და დაუძლეველ მოწყენილობას. უცნაურია, როცა ირგვლივ პროგრესია, ცხოვრებასთან დისჰარმონია და უიმედო მოცემულობა კი არ იცვლება. ყოველთვის მეგონა და ახლაც ამ აზრზე ვარ, რომ ჩვენს დროში მყარი ურთიერთობების დეფიციტის მიზეზი ფლობის სურვილია. ფრომი ამბობდა, რომ  ბედნიერება დასწავლადია, დიდ მუშაობას მოითხოვს საკუთარ თავთან. კაცობრიობა სადღაც შეცდა, როცა მესაკუთრეობა ინსტიქტად აქცია და საკუთარ თავს აუკრძალა გაცემით კმაყოფილება სანაცვლოდ მოგების გარეშე. რა თამა უნდა ამას არავინ აღიარებს, თუმცა საუკუნეებია ეს უცვლელი ფორმულა მართავს დედამიწას. ურთიერთობა ბიზნესი არ არის. ის წყება და მთავრდება, ზოგჯერ ტრაგედიადაც იქცევა, მაგრამ მოგებას მისგან არ უნდა ელოდე. ამ ყველაფრის ცოდნა თითქოს საკმარისზე მეტია ბედნიერად ცხოვრებისთვის, მაგრამ ეს ყველაზე ცოტაა იმასთან შედარებით, რასაც შეუძლია საკუთარ თავთან გაუცხოვების კედელი დაანგრიოს, თანაც ისე, რომ ნგრევის პროცესი დაუვიწყარ მოგონებად აქციოს შენთვის. რთულად წერას ვერაფრით გადავეჩვიე. ვისთვისაც გაუგებარია ჩემი აზრები ბევრად მარტივადაც შემიძლია ვთქვა: იქნებ ყველაფერი არც ისე ცუდადაა? იქნებ არსებობს ის, ვინც ეს ყველაფერი შენზე უკეთესად გაიგო, გაიგო კი არა დაბადებიდან იცოდა. ვისზეც არ მოქმედებს არანაირი "ინსტიქტ-თეორია" და შეუძლია ფლობის გარეშე გადმოგცეს ემოციები?

პირველი ნაბიჯი შეხებაა, მერე ყველაფერი თავისით ხდება.. გააზრებაა, რომ ცხოვრება ხელოვნებაა და არა ხელოვნურობა... ერთ შემთხვევვითობას მეორე ცვლის და გაურკვევლობასთან კავშირი წყდება. აღელვება, ქაოსი და მოულოდნელობა პირველად მნიშვნელობას კარგავს და ახლა უკვე შენი ცნობიერების დადებით მხარეს თავსდება. იმ მხარეს, რომელიც დიდი ხანია სადღაც გადამლე, ჩრდილში ამყოფებდი და ყურადღებას არ აქცევდი. სასაცილოა, როცა შენში სინათლეს კარგავ და სხვებში მყოფი სიბნელე გაღიზიანებს. ამის აღიარება კიდევ უფრო სამარცხვინოა, მაგრამ არსებობს ემოცია, რომელიც საზღვრებს აფართოვებს, გაიძულებს შენში ნათელი მხარე და დადებითი გრძნობები მოძებნო და ხელახლა აღმოაჩინო..

"ადამიანი ადამიანისთვის მზეა" - საკმაოდ დიდი ვარ იმისთვის, რომ მსგავსი, თუნდაც გენიალური წინადადებებით ვინუგეშო თავი, მაგრამ არსებობს ერთი აღმოსავლელი მწერალი, რომელმაც თქვა: "საკუთარი თავი უნდა მოძებნო, მოძებნო ისეთი, როგორიც ადრე იყავი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიღუპები". - მე მჯერა მისი სიტყვების, იმისიც მჯერა რომ დიდ ემოციებს სხვაგვარად წერა უხდება, მაგრამ ამ ყველაფრის შენში შენახვა უფრო ცუდია. 

ჰოდა ჩემი თავი ვიპოვე, ადრე როგორიც ვიყავი ზუსტად ისეთი, პატარა და მხიარული. 

რაც შეეხება აპათიას და დისჰარმონიას, მათთან ვმეგობრობ, დროგამოშვებით მეხმიანებიან, მაგრამ ახლა ძალა მაქვს პირად უბედურებებს ვებრძოლო და ახსნა მოვუძებნო. შემთვევითობებს ვენდობი და ვერხოვენსკის მსგავსად საკუთარ თავს ვთამაშობ, ისე, რომ არავინ მიჯერებს. 
ვფიქრობ იმაზე, რომ ჩემს "ცოდვებს" მთელი ოლიმპოს მთა და ღმერთები შეუძლიათ დაიტიონ............






Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

აკა მორჩილაძე - ობოლე

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები