პირველ კურსზე ვიყავი აკა მორჩილაძის "ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები" რომ წავიკითხე. ზუსტად არ მახსოვს ჩემი შთაბეჭდილება, მაგრამ ის მახსოვს, რომ გადავწყვიტე აკა შემდეგისთვის მომეტოვებინა. არ ვიცი, რატომღაც მოცალეობის ჟამს ფუფუნებად ჩავთვალე ამ ავტორის კითხვა. მოკლედ, გავიდა 5 წელი და ხელში ჩამივარდა წიგნი, სახელწოდებით "ობოლე". ამ პოსტს მხოლოდ იმიტომ ვწერ რომ შთაბეჭდილება არ დამავიწყდეს, როგორც ეს პირველ კურსზე დამემართა. პირდაპირ ვიტყვი - მეტს ველოდი! გაცილებით მეტს. თუმცა კონკრეტულად ვერაფერს დავუწუნებ ავტორს. უბრალოდ ქართველთა ბოლო რამდენიმე საუკუნის ტკივილის, - უფუნქციობის გადმოცემა, ჩემი აზრით, გაცილებით უკეთ შეიძლება. წიგნის მთავარი სათქმელიც, როგორც ზემოთ აღვნიშნე უფუნქციობაა, ის, რომ გმირობა უკვე შეუძლებელია ჩვენს ქვეყანაში. ნაწარმოების მთავარი გმირია ირაკლი, რომელსაც ჰყავს ცოლი, ცხოვრობს ვაკეში და არ უყვარს მობილური ტელეფონი, ეს უკანასკნელი თითქოს ერთგვარი პროტესტია თანამედროვე ცხოვრების მიმართ, თუმცა ეს პროტესტიც ისევე როგორც მთლიანად სიუჟეტი პასიურია. ირაკ...
წაკითხულ წიგნებს სამ ნაწილად ვყოფ: 1. წიგნები, სადაც მაძიებელი გმირის მითოლოგემაა გამოყენებული და მთავარი გმირი (თუ გმირები) ეშენბახის პარიცფალს ემსგავსებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის წიგნები სადაც მინიშნება პიროვნების თვითსრულყოფის პრობლემატიკაზე კეთდება. 2. წიგნები, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება სოციალური ქცევის ნორმებზე და/ან რომელიმე ეპოქის თავისებურებებზე. 3. და ყველაზე რთული ნაწილი, წიგნები სადაც ავტორი მკვლევარის როლში გვევლინება და მისი მთავარი მიზანი არის ინდივიდუალურ და ფსიქო-სოციალურ ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძიება. ეს უკანასკნელი კატეგორია, გამომდინარე თავისი დესკრიფციულ-ექსპლიკაციური შინაარსიდან საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანია და თითქოს პირველ ორ კატეგორიას აერთიანებს. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ჯემალ ქარჩხძის "ქარავანი". ნაწარმოების მთავარი გმირი აბელი ობოლი ბიჭია, რომელსაც მამის ხატი სადღაც, "მორალის კიბის" უმაღლეს მწვერვალზე წამოუსვეს დედამ და ნათესავებმა. მოგვიანებით აბელი აღმოაჩენს, რომ გმირი მამა, რომ...
მუშა მეხსიერება არის მოცემულ მომენტში (დროებით) მოქმედი სისტემა რომელიც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და რომლის ფუნქციაც არის ინფორმაციის მიჭებისთანავე ამ ინფორმაციის შეჩერება და ამოცანის შესაბამისად მისი გადამუშავება. მუშა მეხსიერების საშუალებით ხდბა ინფორმაციის სწრაფი გადამუშავება მოსმენილის სხვა სიტყვებით გადაცემა, რაიმე რთული აზრობრივი ამოცანის გადაწყვეტისას საჭირო ინფრომაციის ხანგრძლივი მეხსიერებიდან ამოტანა და დროებით ცნობიერებაში შეჩერება. მუშა მეხსიერების, ისევე როგორც ხანმოკლე მეხსიერების სხვა ფორმების განხორციელების პირობებია ერთხელობრივი აღქმა და დაუყონებლივი აღდგენა, მაგრამ სენსორული რეგისტრისგან და უშუალო მესიერებისგან იგი მთელი რიგი ნიშნებით განსხვავდება: 1. მასალის აღდგენა თავისუფალი წესით ხდება, იგი არ არის შეზღუდული თანამიმდევრობის დაცვის სიზუსტით. 2. მასალის დამახსოვრების გადამუშავების პროცესში სუბიექტის ჩართვა და პროცესის მართვა შესაძლებელია. თუ დიდი ხნის განმავლობაში ითვ...
Comments
Post a Comment