Posts

Showing posts from March, 2016

ჯაზი ქარში

Image
ორშაბათი დილა ხომ მძიმეა?.. აი ქარი რომ ფანჯარას გინგრევს და მოსვენებას გიკარგავს ეგ უფრო მძიმეა მერწმუნეთ. ლოგინიდან თავს ავწევ თუ არა მარცხნივ ვიხედები და წიგნებს ვხედავ ხოლმე. ფსიქოლოგიის ყველა სახელმძღვანელო ლეპტოპში მაქვს. აი ლიტერატურის და ფილოსოფიის კითხვა კი ცოცხალ, ხელშესახებ წიგნში მიყვარს. (ოღონდ წიგნის სუნის და რაღაც აბსტრაქტულ-ამაღლებული გრძნობების გამო არა, მოსახერხებელია ასე და იმიტომ). ფარდებს რომ გადავწევ და ცოტა სინათლეს შემოვუშვებ მერე დავხედავ ხოლმე უფრო კარგად ამ წიგნებს და მეცინება. ვედური სიბრძნიდან დაწყებული პოსტმოდერნისტი ავტორებით დამთავრებული ყველაფერი ხომ არ შეიძლება მაგიდაზე იდოს. (აი თაროებს რომ ვიყიდი მერე დალაგდება ალბათ ყველაფერი). ყავა მზადაა, მაგრამ ხომ არის ქარში რაღაცნაირი გრძნობა, ლექტორის სახის წარმოდგენასაც კი რომ გაზიზღებს და დღის სხვაგვარად გატარების მოტივაციას გაძლევს. ასეთ დღეებს ჯაზით დაწყება უყვარს. ოღონდ ჯაზი აუცილებლად  cool jazz, free ან avant-garde უნდა იყოს. ხოდა დილიდანვე ფლეილისტში თუ შეგხვდათ აქედან რომელიმე ხომ კაი, თუ...

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

Image
წაკითხულ წიგნებს სამ ნაწილად ვყოფ: 1. წიგნები, სადაც მაძიებელი გმირის მითოლოგემაა გამოყენებული და მთავარი გმირი (თუ გმირები) ეშენბახის პარიცფალს ემსგავსებიან. უფრო მარტივად რომ ვთქვა, ის წიგნები სადაც მინიშნება პიროვნების თვითსრულყოფის პრობლემატიკაზე კეთდება. 2. წიგნები, სადაც მთავარი აქცენტი კეთდება სოციალური ქცევის ნორმებზე და/ან რომელიმე ეპოქის თავისებურებებზე. 3. და ყველაზე რთული ნაწილი, წიგნები სადაც ავტორი მკვლევარის როლში გვევლინება და მისი მთავარი მიზანი არის ინდივიდუალურ და ფსიქო-სოციალურ ფენომენებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის მოძიება. ეს უკანასკნელი კატეგორია, გამომდინარე თავისი დესკრიფციულ-ექსპლიკაციური შინაარსიდან საკმაოდ რთული და მრავალწახნაგოვანია და თითქოს პირველ ორ კატეგორიას აერთიანებს. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიას მიეკუთვნება ჯემალ ქარჩხძის "ქარავანი". ნაწარმოების მთავარი გმირი აბელი ობოლი ბიჭია, რომელსაც მამის ხატი სადღაც, "მორალის კიბის" უმაღლეს მწვერვალზე წამოუსვეს დედამ და ნათესავებმა. მოგვიანებით აბელი აღმოაჩენს, რომ გმირი მამა, რომ...

ფაქტები

Image
ფაქტი #1 რამდენიმე დღის წინ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, უფრო კონკრეტულად კი მეგობარ მამაკაცთან სექსის დროს ფარულად გადაღებული კადრები გავრცელდა. უმალ "ვაშა" შესძახეს მრავალ განშოებად დაყოფილმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ ენჯეოებმა, დიდმა თუ პატარამ, სოციალურ ქსელში აქტივობის მოყვარულებმა, თუ უბრალოდ ჭორიკნებმა. შემდეგ იყო მუქარა. სხვებსაც დაემუქრნენ ზემოთხსენებული ქართველი პოლიტიკოსის ბედს გაზიარებთო. სხვები არ შეშინდნენ, პირიქით, ყოველგვარი სუპერეგოს დაუკითხავად დაიწყეს სექსუალური ენერგიების ნთხევა. პრეზიდენტმა მე ძალიან მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება მაქვსო, დაიწყო განგაში და პირჯვრისწერა, მუხლმოდრეკით ლოცვა და ზურგს უკან ქილიკი. განგაშია ქვეყანაში. არის რაღაც სასაცილო ამ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებში, მაგრამ არისტოფანე დიდი ხნის წინ მოკვდა და აბა სხვა ვინ შეძლებს პოლიტიკაზე გვარიანად გვაცინოს?. ფაქტი #2 აღნიშნული ფაქტების პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის წმინდა ცოდნის ტაძარში აქციები დაიწყო. გამოვიდა პატიოსანი ხა...

დილა და კოლ პორტერი

Image
კვირა დღე.. მზიანი დილა.. გაზაფხული.. ყავა.. ამ ყველაფერს ერთ მეტად სასიამოვნო რამეს, კერძოდ კი მუსიკას, უფრო კერძოდ კი ჯაზს თუ დავუმატებთ შეიძლება "იმპროვიზირებული სამოთხეც" კი შევქმნათ. კომპოზიტორი რა თქმა უნდა კოლ პორტერი.. 1891 წლის 9 ივნისს ინდიანას შტატ ქალაქ პერუში დაბადებულ პატარა კოლზე ჯერ კიდევ არავინ იცოდა, რომ მომავალში ის ჯაზის ლეგენდა გახდებოდა და არც მეტი არც ნაკლები ბროდვეის და ჰოლივუდს გააოცდებდა თავისი შესანიშნავი ნამუშევრებით. 1936 წელს პორტერი ქმნის სიმღერას "I've got you under my skin", ფილმისთვის " Born to Dance " (დაბადებული ცეკვისთვის), სიმღერა, რომელსაც შეუძლია სასიამოვნო დღეს ხიბლი შემატოს.

განმარტოვდი!

Image
რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ასე დაიწყო... თავიდან მოწყენილობას მივეჩვიე, მერე იმედები უგზოუკვლოდ გაქრა, გაწეულმა მსხვერპლმა არასწორი შედეგი გამოიღო, წერას გადავეჩვიე და დავნებდი. ასეთი ტრაგიკული იქნებოდა ჩემი ცხოვრება ეს ყველაფერი სისულელე და დიდწილად სიცრუე რომ არ იყოს. უბრალოდ სიყალბეებისადმი დიდი პროტესტი ჩემს "დიდ დრამებში" მოვაქციე და ტრაგიკული ბიოგრაფიის ნაცვლად ხელში შემრჩა დიდი ბიბლიოთეკა, ღიმილად ქცეული გამოცდილება და საინტერესო ნაცნობები. ახლა გარშემო სიმშვიდეა, უფრო პოეტური რომ ვიყო ალბათ დავწერდი - "გაზაფხულის სახღამოა მშვიდი", მაგრამ პოეტური არ ვარ და შესაბამისად ჩემთვის ეს ამაღლებული და არც ისე ულამაზო (ზოგიერთისთვის გენიალური) სიტყვებიც უბრალოდ სიტყვებია, ანდაც უფრო მეტი - პათეტიკა. ცხოვრებას მაშინ ქვია ცხოვრება როცა ინტერპერსონალური ურთიერთობები არსებობს, ეს ურთიერთობები კი თავის თავში გარკვეულწილად ბედნიერების იმ მხარესაც გულისხმობს, როდესაც სხვის მიერ გაზიარებული ბედნიერება თუ უბედურება უჩვეულო სიამაყის ცრემლებით გავსებს. მერე შენც...