ფაქტები
ფაქტი #1
რამდენიმე დღის წინ ცნობილი ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები, უფრო კონკრეტულად კი მეგობარ მამაკაცთან სექსის დროს ფარულად გადაღებული კადრები გავრცელდა. უმალ "ვაშა" შესძახეს მრავალ განშოებად დაყოფილმა ადამიანებმა, პოლიტიკოსებმა თუ ენჯეოებმა, დიდმა თუ პატარამ, სოციალურ ქსელში აქტივობის მოყვარულებმა, თუ უბრალოდ ჭორიკნებმა.
შემდეგ იყო მუქარა. სხვებსაც დაემუქრნენ ზემოთხსენებული ქართველი პოლიტიკოსის ბედს გაზიარებთო. სხვები არ შეშინდნენ, პირიქით, ყოველგვარი სუპერეგოს დაუკითხავად დაიწყეს სექსუალური ენერგიების ნთხევა. პრეზიდენტმა მე ძალიან მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრება მაქვსო, დაიწყო განგაში და პირჯვრისწერა, მუხლმოდრეკით ლოცვა და ზურგს უკან ქილიკი.
განგაშია ქვეყანაში.
არის რაღაც სასაცილო ამ ცხოვრებისეულ უსიამოვნებებში, მაგრამ არისტოფანე დიდი ხნის წინ მოკვდა და აბა სხვა ვინ შეძლებს პოლიტიკაზე გვარიანად გვაცინოს?.
ფაქტი #2
აღნიშნული ფაქტების პარალელურად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის წმინდა ცოდნის ტაძარში აქციები დაიწყო. გამოვიდა პატიოსანი ხალხი, რეალურ ავტონომიას ითხოვდნენ, ბოლოსდაბოლოს მართლა პირველი უნივერსიტეტია კავკასიაში. პატიოსან ხალხს საპასუხო დარტყმით უპასუხეს "სანიმუშო" სტუდენტებმა. ჩვენი "მასონთა ლოჟაც" (ილიაუნი) დაიძრა. ზოგი ვის შეუერთდა, ზოგი ვის. ზოგმა დროშა ააფრიალა და ზოგმა მუშტები. არის ერთი გაწევ-გამოწევა და წეწვა-გლეჯვა.
ფაქტი #3
ანკარაში ტერაქტი მოხდა. აფეთქებას 128 ადამიანი ემსხვერპლა.
ფაქტი #4
15 მარტია. მარტისებური არანორმალური ამინდი. ცივი ქარი ქრის. სახლში მარტო ვარ და დაძაბული სიჩუმეა. ყავა ადუღდა. გარეთ მოიღრუბლა, წვიმას აპირებს და ცივა.

Comments
Post a Comment