ჯაზი ქარში
ორშაბათი დილა ხომ მძიმეა?..
აი ქარი რომ ფანჯარას გინგრევს და მოსვენებას გიკარგავს ეგ უფრო მძიმეა მერწმუნეთ.
ლოგინიდან თავს ავწევ თუ არა მარცხნივ ვიხედები და წიგნებს ვხედავ ხოლმე.
ფსიქოლოგიის ყველა სახელმძღვანელო ლეპტოპში მაქვს.
აი ლიტერატურის და ფილოსოფიის კითხვა კი ცოცხალ, ხელშესახებ წიგნში მიყვარს. (ოღონდ წიგნის სუნის და რაღაც აბსტრაქტულ-ამაღლებული გრძნობების გამო არა, მოსახერხებელია ასე და იმიტომ).
ფარდებს რომ გადავწევ და ცოტა სინათლეს შემოვუშვებ მერე დავხედავ ხოლმე უფრო კარგად ამ წიგნებს და მეცინება. ვედური სიბრძნიდან დაწყებული პოსტმოდერნისტი ავტორებით დამთავრებული ყველაფერი ხომ არ შეიძლება მაგიდაზე იდოს. (აი თაროებს რომ ვიყიდი მერე დალაგდება ალბათ ყველაფერი).
ყავა მზადაა, მაგრამ ხომ არის ქარში რაღაცნაირი გრძნობა, ლექტორის სახის წარმოდგენასაც კი რომ გაზიზღებს და დღის სხვაგვარად გატარების მოტივაციას გაძლევს. ასეთ დღეებს ჯაზით დაწყება უყვარს.
ოღონდ ჯაზი აუცილებლად cool jazz, free ან avant-garde უნდა იყოს.
ხოდა დილიდანვე ფლეილისტში თუ შეგხვდათ აქედან რომელიმე ხომ კაი, თუ არადა არასრულფასოვანი დღე გარანტირებული გაქვთ :დდ
დღეს გამიმართლა.. პირველივე მუსიკა tomasz stanko quintet-ის "terminal 7" აღმოჩნდა.
ჰო, ეს ზუსტად ჰოუმლენდისთვის შექმნილი მუსიკაა, კარგ შინაარსს რომ თავი დავანებოთ მხოლოდ ამ მუსიკის გამო ღირს სერიალის ნახვა.
ახლა რაც შეეხება თავად tomasz stanko-ს 1942 წელს დაბადებული free jazz და avant-garde შემსრულებელი არასდროს არ მომწონდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემ საყვარელ ინსტრუმენტზე უკრავს. (polish jazz ის მიუხედავადაც).
რავიცი, აი არ მომწონდა. სხვა შესრულებები რომ ნახოთ, ცოტა ძველი, ალბათ რაღაც "ძალით ქულ" გრძნობას აღგიძრავთ.ან არ აღგიძრავთ.
მოკლედ, "terminal 7" თან ერთად დაწყბული დილა მეტად სასიამოვნოა, თან მტანჯველი, რაღაცნაირად სადომაზოხისტური და მანერული, დინამიური და ამავე დროს უტყვი.
უსმენ და გრძნობ როგორ უფერულდება და სიღრმეში უჩინარდება ყველაფერი ყოველდღიური, ცა მუქდება და ქარი სხვა რეალობისკენ მიგაქროლებს. დილა შუადღეში გადადის და გრძნობ როგორ ლაგდება ყველაფერი თავში, მშვიდდები და მიუხედავად საძულველი ქარისა, ღიმილის სურვილი გიჩნდება.
სულ ესაა.
ცხოვრება იმპროვიზაციაა.^^
ცხოვრება (განსაკუთრებით კი დილა) ჯაზია. :)

Comments
Post a Comment