განმარტოვდი!

რაც შეეხება ჩემს ცხოვრებას, ყველაფერი ასე დაიწყო...
თავიდან მოწყენილობას მივეჩვიე, მერე იმედები უგზოუკვლოდ გაქრა, გაწეულმა მსხვერპლმა არასწორი შედეგი გამოიღო, წერას გადავეჩვიე და დავნებდი.

ასეთი ტრაგიკული იქნებოდა ჩემი ცხოვრება ეს ყველაფერი სისულელე და დიდწილად სიცრუე რომ არ იყოს. უბრალოდ სიყალბეებისადმი დიდი პროტესტი ჩემს "დიდ დრამებში" მოვაქციე და ტრაგიკული ბიოგრაფიის ნაცვლად ხელში შემრჩა დიდი ბიბლიოთეკა, ღიმილად ქცეული გამოცდილება და საინტერესო ნაცნობები.

ახლა გარშემო სიმშვიდეა, უფრო პოეტური რომ ვიყო ალბათ დავწერდი - "გაზაფხულის სახღამოა მშვიდი", მაგრამ პოეტური არ ვარ და შესაბამისად ჩემთვის ეს ამაღლებული და არც ისე ულამაზო (ზოგიერთისთვის გენიალური) სიტყვებიც უბრალოდ სიტყვებია, ანდაც უფრო მეტი - პათეტიკა.

ცხოვრებას მაშინ ქვია ცხოვრება როცა ინტერპერსონალური ურთიერთობები არსებობს, ეს ურთიერთობები კი თავის თავში გარკვეულწილად ბედნიერების იმ მხარესაც გულისხმობს, როდესაც სხვის მიერ გაზიარებული ბედნიერება თუ უბედურება უჩვეულო სიამაყის ცრემლებით გავსებს. მერე შენც იჯერებ, რომ მარტო არ ხარ, ილუზიებს ყვები და ერთ მშვენიერ დღესაც "კორპორაციულ წვეულებაზე", ანდაც მეგობრებთან ერთად ლაშქრობის დროს, (სადაც შესაძლოა ვიღაცამ გაზაფხულის მშვიდ საღამოზე ლექსი წაიკითხოს), აღმოაჩენ რომ სიცრუეა შენი ცხოვრება. ცარიელი ხარ იმიტომ.

ახლა ამ ყველაფერს იმის აღსაანიშნავად ვწერ, რომ ჩვენს დროში განმარტოვება, ინტროსპექცია, საკუთარ თავთან კითხვების დასმა რაღაცნაირად აცდენილია ახალგაზრდების ყოველდღიურობას. არ ვიცი რამდენად სწორად შემიძლია ფსიქოლოგიური ტერმინებისგან გვერდის ავლით ეს გამოვხატო, მაგრამ ჩემს პირად მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ მეგობრებზე და გარეშე პირების თანადგომაზე ბევრად მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად გადაწყვეტილი პრობლემები, მარტოობაში შეგრძნებების გათავისება (არ აქვს მნიშვნელობა ბედნიერება იქნება, უბედურება თუ უბრალოდ ცხოვრებისეული მცირე უსიამოვნება). ეს რასაკვირველია არ გულისხმობს ახლობლისთვის ხელის კვრას და სრულ იზოლაციას, მაგრამ მე მაინც მგონია ( და არც ისე უსაფუძვლოდ) რომ ჩვენი პრობლემების სხვებთან განხილვისას ხშირად გვერევა პერსონა და პიროვნება, უფრო მეტად ვიბნევით და გვეფანტება გონება ყველას აზრის მოსმენით. ფსიქოდრამის სეანსის დროს, მიუხედავად იმისა რომ მოცემული მეთოდი ჯგუფური თერაპიის ნაწილია, ერთ-ერთი მთავარი მიზანი ხშირ შემთხვევაში საკუთარ თავთან კავშირის დამყარება და საკუთარ თავში არსებული წინააღმდეგობების გაცნობიერებაა. ხოლო კოგნიტურ-ბიჰევიორისტული თერაპიის დროს, კლიენტის პრობლემურ ქცევათა ჩამონათვალის წერას სწორედ შემდეგი კითხვით იწყებენ : "გთხოვთ ისაუბროთ თქვენი განწყობის, გრძნობების, შესახებ ტიპიური, ჩვეულებრივი დღის მანძილზე". 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ უფრო მეტად ენდეთ საკუთარ თავებს, ნუ შეგაშინებთ შეცდომები და გაურკვევლობის გრძნობა, ეძებეთ თქვენს თავში გამოსავალი, ნუ წარმართავთ თქვენს ცხოვრებას სხვისი დასკვნების მიხედვით. ყველაფერი გააკეთეთ რასაც თქვენი ფანტაზია გიკარნახებთ და ერთ მშვენიერ დღეს თქვენც, (ჩემსავით :P) აღმოაჩენთ, რომ ბედნიერები ხართ, რომ ის საყრდენი რასაც ამდენი ხნის მანძილზე, თითქოსდა განწირულად და უშედეგოდ ეძებდით თქვენშია, აღმოაჩენთ რომ თქვენ სწორრედ ის ადამიანი იპოვეთ ვინც გჭირდებოდათ, რომ სირთულეების დროს ღიმილი შეგიძლიათ.

ასე რომ, დაუყოვნებლივ მიატოვეთ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, მოშორდით ბარიერებს, სტანდაეტებს, სტერეოტიპებს, მოუხმეთ ფანტაზიას და რადაც  უნდა დაგიჯდეთ, დღეში რამდენიმე წუთით მაინც განმარტოვდით!




Comments

Popular posts from this blog

ჯემალ ქარჩხაძე - ქარავანი

სოციალური გავლენის სახეები და მათი მოქმედების მექანიზმები

აკა მორჩილაძე - ობოლე