Posts

Showing posts from 2018

ტკბილი ცხოვრება

Image
"მოჩვენებით მდგომარეობას ნებისმიერი სიმართლე სჯობს" ფედერიკო ფელინი "ტკბილი ცხოვრება" მესამე კლასელის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, სადაც მთავარი თემა ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებაა, აღმოვაჩინე ჩანაწერი, ეპიტაპია ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო" მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სახლემძღვანელოებთან დაკავშირებით არც ისე ცოტა შენივნა მაქვს, ვთვლი რომ ეს არის ფუნდამენტალური ფრაზა, რომელმაც შესაძლოა ამ პატარების (და არამხოლოდ მათი) მთელი ცხოვრება შეცვალოს. უფრო კონკრეტულად, ჩემი აზრით, სიკვდილთან თვალის გასწორება, ცხოვრების ისეთად მიღება როგორიც ის სინამდვილეშია (რასაკვირველია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) ადამიანების აღზრდის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს.  ყველაზე დიდი ბოროტება რაც შეიძლება პატარა ბავშვს გაუკეთო ესაა არსებობის მზა ფორმის შეთავაზება და იმ აზრის მოხვევა თავს, რომ მისი ცხოვრება განსაზღვრულია და მას არ მოუწევს ზედმეტად შეწუხება საკუთარი ...

სიყვარული ბოროტია

Image
ვინ აკონტროლებს ადამიანის ბედს ამ სამყაროში, ტრანცენდეტური არსება თუ კანონი? პასუხი არ არსებობს, თუმცა ერთი რამ ცხადია, ადამიანს საკუთარი ნების კონტროლიც კი არ შეუძლია.  სიხარულის, ბედნიერების, სევდის ტკივილისა და ხანდახან მძიმე უბედურების სამყოფელში სიყვარული ერთადერთია, რომელსაც შეგიძლია დაეყრდნო, მიიღო, შეიგრძნო და მიხვდე, რომ არსებობა, რომელიც დასაწყისშივე გარდაუვალი დასარულისთვისაა განწირული, ცხოვრებად მხოლოდ ამ შეგრძნების გამო შეიძლება ღირდეს. თუმცა რას გვაძლევს სიყვარული, თუ მან საკუთარ განსაზღვრებაში ერთდროულად სიკეთე და სამართლიანობა არ მოიცვა?  ამ კითხვაზე ყველა კარგ პასუხს ინარიტუს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი “amores perros” გაგვცემს. რეჟისორი მარტივი და თანმიმდევრული თხრობით გვახვედრებს, სადამდე შეუძლია მიგვიყვანოს ყველაზე ლამაზმა გრძნობამაც კი, თუ კი მას არასწორ ნიადაგს მოუძებნი გასაღვივებლად.. ალეხანდო და სუსანა  ფილმის პირველ ნაწილში რომლის სახელია “ალეხანდრო და სუსანა” ვეცნობით მექსიკის დაბალი ფენის ყოფა - ცხოვრებას. ვხედავთ სა...

***

Image
სად ცხოვრობენ ჩვენი განვლილი, ბედნიერი დღეები? აქვთ თუ არა მარადიული მისამართი მოგონებებს, აგრძელებენ ცხოვრებას თვალითუხილავ მარადისობაში? შეიძლება ტკივილი სამუდამოდ გაქრეს? თუ ოდესმე დავბრუნდებით წარსულში და ხელუხლებლად დაგვხვდება ყველაფერი, გავაკეთებთ სწორ არჩევანს?  ადამიანების არსებობა გრძნობისა და შეგრძნებების მოგონებას ემყარება. ერთი წინადადებით ასე შეგვიძლია ვთქვათ, თუ რაზეა კენეტ ლონენგრანის ფილმი “მანჩესტერი ზღვასთან” რომელიც მთავარი პერსონაჟის, ლის მოგონებებით იწყება და მალევე ამ ადამიანის რუტინულ და მომაბეზრებელ ცხოვრებას გვაჩვენებს, სწორედ დასაწყისშივე, პირველი კადრებიდან იკვეთება ლის ხისტი ხასიათი და ინდეფერენტული დამოკიდებულება სამყაროს მიმართ, რაც რა თქმა უნდა დაკვირვებული მაყურებლის თვალში ბადებს ეჭვებს, პერსონაჟის შესაძლო მძიმე და დრამატული ცხოვრების შესახებ.   და აი ამ წარსულთან აბრუნებს ლის ძმის გარდაცვალება, სადაც ადგილზე ჩასულს ხვდება ძმის ანდერძი და ის ვალდებულებები რომელსაც ძმიშვილზე მეურვეობა აკისრებს, სწორედ აქ იხსნება ლის მძიმე ხასიათის მი...

რატომ?

Image
ეს პოსტი შესაძლოა დაწყებულიყო მრავალმხრივი მიმოხილვით და მრავალთა დადანაშაულებით, ან სისტემის ლანღვით და გინებით, მაგრამ ასე არ მოხდება. ეს პოსტი იქნება უფრო ემოციური, ვიდრე სხვა, რაც კი დამიწერია. ვეცდები დავიწყო უფრო შორიდან და გავცე პასუხი ყველა ფსევდოპატრიოტს, მათ, ვისაც ვითომდა გული შესტკივა ქვეყანაზე. ამჯერად ვეცდები ყოველგვარი მეცნიერული ახსნებისგან გვერდის ავლით, მოვახერხო და ვუპასხუო კითხვას, თუ რატომ წავედი "ნარკომანების აქიაზე, ბარიგების დასაცავად".  ასე რომ, ძვირფასო დეიდებო და ბიძიებო, ნათესავებო და ახლობლებო, ვადაგასული, არაჯანსაღი აზროვნების მსხვეპრლებო და "პატიოსნების" უბადლო დამველებო, მოიმარჯვეთ სათვალეები, მოიმარაგეთ მთელი თქვენი ინტელექტუალური რესურსი (რომელიც, დიდი ეჭვი მაქვს არ გაგაჩნიათ) და იხილეთ სიმართლე თქვენს შესახებ. დასაწყისისთვის მინდა აღვნიშნო, რომ კლუბში არასდროს ვყოფილვარ, არც ნარკოტიკების მომხმარებელი ვყოფილვარ ოდესმე.  ჩემი ისტორია ჩეულებრივი გოგოს ისტორიაა, ჩვენი თაობის რიგითი წარმომადგენლის,  რომელიც მთელი ცხოვრება დამოუკიდ...