ტკბილი ცხოვრება
"მოჩვენებით მდგომარეობას ნებისმიერი სიმართლე სჯობს" ფედერიკო ფელინი "ტკბილი ცხოვრება" მესამე კლასელის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, სადაც მთავარი თემა ალექსანდრე მაკედონელის ცხოვრებაა, აღმოვაჩინე ჩანაწერი, ეპიტაპია ალექსანდრე მაკედონელის საფლავზე: "ეს საფლავი საკმარისი აღმოჩნდა მისთვის, ვისაც არ ჰყოფნიდა მთელი სამყარო" მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სახლემძღვანელოებთან დაკავშირებით არც ისე ცოტა შენივნა მაქვს, ვთვლი რომ ეს არის ფუნდამენტალური ფრაზა, რომელმაც შესაძლოა ამ პატარების (და არამხოლოდ მათი) მთელი ცხოვრება შეცვალოს. უფრო კონკრეტულად, ჩემი აზრით, სიკვდილთან თვალის გასწორება, ცხოვრების ისეთად მიღება როგორიც ის სინამდვილეშია (რასაკვირველია ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) ადამიანების აღზრდის ძირითად მიზანს უნდა წარმოადგენდეს. ყველაზე დიდი ბოროტება რაც შეიძლება პატარა ბავშვს გაუკეთო ესაა არსებობის მზა ფორმის შეთავაზება და იმ აზრის მოხვევა თავს, რომ მისი ცხოვრება განსაზღვრულია და მას არ მოუწევს ზედმეტად შეწუხება საკუთარი ...