ზამთარი დაიწყო.
ის ერთადერთია... შენთვის იმეორებ. შენი ცხოვრება ერთადერთია, რასაც შეუძლია ეს ყველაფერი დაიტიოს. ახლა არაა საჭირო რითმების ერთმანეთზე გადაბმა და ახალი, უცხო მელოდიის სიღრმეების წვდომა. წერე ის რაც გინდა. წერე არამელოდიურად. წერე ისე რომ შეუძლებელი იყოს აზრის გამოტანა. სადღაც დასაწყისში რომ შეცდი, იმაზე წერე. ან ბედნიერებაზე, ხანდახან რომ გგონია შენი ღიმილისთვის გაჩნდა ყველა. ზოგჯერ კი იბნევი. სიყვარულს რომ ხელს ვერ შეახებ და მაინც შეგიძლია იგრძნო იმაზე წერე. ან სენტიმენტები რომ არ გიყვარს იმაზე. და მაინც რა ლამაზად თენდება აღმოსავლეთში. შენ ის გენატრება. ის შორსაა, ისევე როგორც მკვდრები. ხანდახან მკვდრები მხოლოდ გვამები აირიან, ხანდახან კი აჩრდილები. არ გაბედო იმის ხმამაღლა თქმა რომ ტალღებს შორის ხმელეთი აღმოაჩინე. არც იმაზე იფიქრო რომ უკვდავებას ჩუმად უთანაგრძნობ. სიკვდილს კი მუხლზე დასმულს ეფერები. უცნაურია დაღამება და ვარსკვლავები, - აღიარე, რომ სულ ესაა რაც 23 წლის განმავლობაში ცაზე დაკვირვების შემდეგ შეიტყვე. ბოდიში მოიხადე, რომ მოგბეზრდ...